ჭიდაობა

23:57 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა მეხუთე ოქრო და გუნდური პირველობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლითა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

შეჯიბრის დასკვნით დრღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რამაზ ზოიძე (72 კგ.) ავიდა, რომელმაც რუს მაგომედ იარბილოვს 7:1 სძლია, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამასთან, ასაკობრივი ევროპირველობის გამარჯვებული კარიერაში მეხუთედ გახდა.

დღესვე ფინალში გიორგი მელიამაც (97 კგ.) იჭიდავა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, ფინელ არვი მარტინ სავოლაინენთან ორთაბრძოლის ბოლო წუთზე თავისივე დაწყებულ ილეთზე წამოეგო და 1:4 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ.) მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე რუსეთი (167) იყო, მესამე კი – თურქეთი (141).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122697