ფეხბურთი

21:05 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციური ცნობა ესპანეთიდან: ზიდანი მზადაა "რეალში" დაბრუნდეს

მადრიდის „რეალს“ შესაძლოა ზინედინ ზიდანი დაუბრუნდეს. სენსაციურ ცნობას ტელეკომპანია La Sexta-ზე დაყრდნობით გამოცემა As-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, სანტიაგო სოლარი გუნდს დატოვებს და ფლორენტინო პერესს ფრანგის თავიდან მიწვევა უნდა. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ზიდანს უკვე დაუკავშირდა და სატრანსფერო პოლიტიკის სრულ კონტროლს დაპირდა.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, „რეალში“ დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფრანგია, თუმცა ივნისამდე ლოდინს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი „რეალში“ 2016-2018 წლებში უკვე მუშაობდა და სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. „ზიზუს“ ლონდონის „ჩელსისა“ და ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.

სტატისტიკა
0.257316