ფეხბურთი

20:36 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" დე ლიხტისადმი ინტერესი დაადასტურა

კატალონიის „ბარსელონა“ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიხტის შეძენით დაინტერესებულია. აღნიშნული ინფორმაცია კატალონელთა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ Ser Catalunya-სთან საუბარში გაასაჯაროვა.

მისი განცხადებით, „ბარსა“ „აიაქსთან“ მოლაპარაკებებს მარტში დაიწყებს:

„მარტში დაგეგმილია მომავალის სეზონის სპორტული გეგმების დასახვა და მისი სახელი აუცილებლად იქნება ჩვენს მაგიდაზე“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „აიაქსის“ კიდევ ერთი ტალანტი ფრენკი დე იონგი უკვე გაიფორმა. დიდი შანსია, რომ დე ლიხტიც „კამპ ნოუზე“ აღმოჩნდეს, რადგან 19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „ბარსა“ ფავორიტია.

ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს ესპანური გრანდის გარდა „იუვენტუსსა“ და „ატლეტიკოსაც“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111206