ფეხბურთი

14:20 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მეოთხე მოდული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მეოთხე მოდული მიმდინარეობს.

აღნიშნული მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელები დაამუშავებენ სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებს, განიხილავენ ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადების თანამედროვე სტანდარტებს და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქოუჩინგის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით პირველად ტარდება. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მსმენელებს ერთწლიანი სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას ერთ-ერთი უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11322