ფეხბურთი

12:17 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფავრი: „მთავარი მარცხი „ბორუსიამ“ პირველ მატჩში განიცადა“

დორტმუნდის „ბორუსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიუსიენ ფავრმა, „ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი მარცხი მისმა გუნდმა პირველ რაუნდში განიცადა, როცა 0:3 წააგო.

„დღეს 0:1 წავაგეთ, მაგრამ მთავარი მარცხი პირველ შეხვედრაში განვიცადეთ (0:3), რაც, ვფიქრობ, სულაც არ იყო აუცილებელი. ამის შემდეგ ჩენი შანსები მკვეთრად შემცირდა. ამიტომ, დღეს გუნდს ვერაფერს ვუსაყვედურებ. გულშემატკივრები ბოლომდე მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა მეორეში - რამდენიმე. გაშვებული გოლის შემდეგაც არ გავმტყდარვართ. მაგრამ, უბრალოდ, გოლი ვერ გავიტანეთ.“ - უთხრა ფავრმა უეფას პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113061