ისტორია

9:51 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1902 - მადრიდში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რეალი”. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. თორმეტჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (ამჟამინდელი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა). ორჯერ უეფა-ს თასი და ოთხჯერ ევროპის სუპერთასი. სამჯერ ფლობდა საკონტინენტთაშორისო თასს, სამჯერ მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საკლუბო ტურნირთაგან, “რეალმა” მხოლოდ თასების მფლობელთა თასის დაუფლება ვერ შეძლო (ამ ტურნირის ფინალში ორჯერ დამარცხდა). მადრიდულმა “სამეფო კლუბმა” 33-ჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა, 19-ჯერ ქვეყნის სამეფო თასი, ხოლო 10-ჯერ ესპანეთის სუპერთასი. “სამეფო კლუბი” სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშობს, რომლის ტრიბუნებიც 85 454 მაყურებელს იტევს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902 - მადრიდში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რეალი”. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. თორმეტჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (ამჟამინდელი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა). ორჯერ უეფა-ს თასი და ოთხჯერ ევროპის სუპერთასი. სამჯერ ფლობდა საკონტინენტთაშორისო თასს, სამჯერ მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საკლუბო ტურნირთაგან, “რეალმა” მხოლოდ თასების მფლობელთა თასის დაუფლება ვერ შეძლო (ამ ტურნირის ფინალში ორჯერ დამარცხდა). მადრიდულმა “სამეფო კლუბმა” 33-ჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა, 19-ჯერ ქვეყნის სამეფო თასი, ხოლო 10-ჯერ ესპანეთის სუპერთასი. “სამეფო კლუბი” სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშობს, რომლის ტრიბუნებიც 85 454 მაყურებელს იტევს.

1919 - ჰოკეის ეროვნული ლიგის სტენლის თასისთვის ბრძოლის სამრაუნდიანი პაექრობის პირველ შეხვედრაში, “მონრეალ კანადიენსმა” “ოტავა სენატორზს” მოუგო.

1964 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა კასიუს კლეიმ მუჰამედ ალი დაირქვა.

1972 - გოლფისტი ჯეკ ნიკლაუსი, სპორტის ამ სახეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. მან იმ დღემდე ყველაზე მდიდარ გოლფისტ არნოლდ პალმერს, მოპოვებული ჰონორარით გაასწრო.

1976 - შვეციის ქალაქ გოტებორგში, ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა დოროთი ჰემილმა მოიპოვა, მამაკაცებში უძლიერესი, დიდი ბრიტანელი მოციგურავე ჯონ კერი იყო. სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში ჩემპიონობა საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს დარჩათ: სპორტულ წყვილებში, როდნინა-ზაიცევას დუეტს ბადალი არ ჰყავდა, ხოლო ცეკვებში პახომოვასა და გორშკოვას წყვილს.

1981 - აშშ-ის ქალაქ ჰართფორდში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალებში დენიზ ბილმანმა პირველობა მოიპოვა.

1982 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე მაღალშედეგიანი შეხვედრა შედგა. “სან ანტონიო სპერზმა” “მილოუკი ბაქზს” მესამე ოვერტაიმში 171:166 მოუგო.

1983 - ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (US Football League) პირველი ჩემპიონატი დაიწყო.

1985 - მაიკ ტაისონმა პროფესიონალურ რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და პირველივე რაუნდში, ექტორ ერნანდესი ნოკაუტში ჩააგდო.

1992 - ბეისბოლის ეროვნული ლიგის კლუბ “იანკიზის” წარმომადგენელ პიტჩერ პასკალ პერესს, კოკაინის მოხმარებისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1994 - კოლინ ჯექსონმა დარბაზში 60 მეტრზე თარმჯრბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7.30).

2005 - “ფორმულა-1”-ის წლის პირველი გრანპრი “რენოს” გუნდის წევრმა ჯანკარლო ფიზიკელამ მოიგო. მეორე ადგილზე რუბენს ბარიკელო გავიდა, მესამეზე ფერნანდო ალონსო.

2005 - სოფიაში გამართულ მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირში, ვერცხლის მედალი მოიპოვა ბესიკ გუჩაშვილმა (55 კგ), ხოლო კობა კაკალაძე (60 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.

2006 - ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა, პოლ ლე გუენმა შოტლანდიურ “რეინჯერსთან” გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი.

2006 - ინგლისური “სანდერლენდის” დირექტორთა საბჭომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მიკ მაკარტი დაითხოვა.

2007 - არგენტინული “ესტუდიანტესის” ნახევარმცველმა ხოსე ერნესტო სოსამ მიუნხენის “ბაიერნთან” გააფორმა კონტრაქტი.

2007 - ფრანგული “მარსელის” საკლუბო მუზეუმიდან ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპარეს, რომელიც გუნდმა 1993 წელს მოიპოვა. ფრანგული პოლიციის განცხადებით, მუზეუმის არცერთი კარი გატეხილი არ არის.

2007 - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა მორიგ გაუგებრობაში გაეხვია. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ბუენოს აირესის ღამის კლუბში მარადონას ფირზე აღბეჭდვა მოინდომა, თუმცა ჯერ ვარსკვლავის მცველებთან შეექმნა პრობლემა, შემდეგ კი, საქმეში 1986 წლის მუნდიალის გმირიც ჩაერთო. შედეგად დიეგომ შუბლი გაიჭრა, ფოტოსესიის შეჩერება კი, შეძლო. დაზიანების მიუხედავად, მარადონამ დაწესებულების დატოვებაზე უარი თქვა და მხიარულება გააგრძელა.

2008 - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით სირაძემ კონტრაქტი გააფორმა ნალჩიკის “სპარტაკთან”.

2009 - გერმანელმა ყინულზე ციგურებით მორბენალმა ანი ფრიზინგერმა (ამჟამად ცხოვრობს ავსტრიაში) ვანკუვერში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში მე-60 ტიტული მოიპოვა და სპორტის ამ სახეობაში რეკორდსმენი გახდა. 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე მან 1500 მეტრზე ესტაფეტით რბენაში ჩემპიონობა მოიგო.

2014 - კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიამ კამერუნს 5:1 მოუგო, რონალდუმ 2 გოლი გაიტანა და 49 ბურთით პაულეტას გაასწრო.

2014 - გიორგი შერმადინმა პირეოსისოლიმპიაკოსშიდაბრუნების შემდეგგუნდისმაისური(ხუთნომრიანი) პირველად მოირგო. ქართველმა ცენტრმა ევროლიგაში მილანისემპორიოარმანისწინააღმდეგ ითამაშადა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. იტალიურ კლუბთანსაშინაოშეხვედრაშიშერმადინი სათადარიგოთასკამიდან ჩაერთო და 11:52 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა (2 მეტოქისფარზე)მიითვალა.

ამ დღეს დაიბადნენ

1903 - ელიზაბეტ პინკსოტ ბეკერი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტრამპლინიდან ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა.

1926 - ენ კერტისი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 და 800 მეტრზე რბენაში 1948 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი.

1935 - რონ დელენეი. ირლანდიელი მძლეოსანი. 1500 მეტრზე რბენაში 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1947 - დიკ ფოსბერი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. დაამკვიდრა ხტომის ამჟამინდელი სტილი, რომელსაც “ფოსბერი ფლოპი” შეარქვეს.

1954 - ჰარალდ შუმახერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და “კიოლნის” გოლკიპერი. Eვროპის 1980 წლის ჩემპიონი. 1982 და 1986 წლების მუნდიალების ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი. მოპოვებული აქვს გერმანიისა და თურქეთის ჩემპიონობა. 1984 და 1986 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. “კიოლნის” რიგებში ჩაატარა 422 მატჩი.

1965 - ტემი ლაილი. ამერიკელი პლაჟის ფრენბურთელი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები.

1965 - სერგეი ბაზარევიჩი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედლები.

1968 - კარლა მაკგი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. 1996 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1971 - დერიკ მარტინი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების “ლოს ანჯელეს ლეიკერსისა” და “მინესოტა თიმბერვულვზის” ფორვარდი.

1972 - შაკილ ო’ნილი. კალათბურთში მიჩნეულია თანამედროვეობის საუკეთესო მეფარედ (216 სმ). აშშ-ის ნაკრების, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის”, “მაიამი ჰითის”, “ფინიკს სანზის”, “ბოსტონ სელტიკსის”, “კლივლენდის”, “ბოსტონ სელტიკსის” წამყვანი მოთამაშე. 1994 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი. იმ ტურნირზე შაკი “ოცნების გუნდის” უძლიერესი მოთამაშე იყო. შაკილ ო’ნილი სამჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2006). ამ წლებში სამჯერ აღიარეს პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშედ. 2000 წელს აღიარეს სეზონის უძლიერეს კალათბურთელად. 15-ჯერ ითამაშა NBA-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში, აქედან შვიდჯერ სასტარტო ხუთეულში. ორჯერ დაასახელეს “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (2000, 2004). შაკილ ო’ნილი საშუალოდ მატჩში 20 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემაზე მეტს აკეთებდა. 1996 წელს შეიყვანეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 უძლიერეს კალათბურთელს შორის.

1973 - მაიკლ ფინლი. კანადის საკალათბურთო ნაკრების, “ფინიკს სანზისა” და “დალას მავერიკსის” გამთამაშებელი-მსროლელი.

1973 - რეზო ჩხეიძე. საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების, თბილისის "დინამოს," "კაკტუსის," "ვითას," აგრეთვე ისრაელის "მაკაბის," "ხაპოელ ცკატის," უკრაინული მძკა-"ოდესის" ყოფილი მცველი. რეზო ჩხეიძე საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია. ასევე მან გაიმარჯვა უკრაინის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში, ევროპის NEBL-ის ტურნირში. ერთხელ იყო უკრაინის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 39 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1976 - მაქს როზენბლუმი. ამერიკელი მოკრივე. 1930-34 წლებში ქვემძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი.

Loading...
0.143697