სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:45 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი უდანაკარგოდ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური თბილისური დერბით დაიწყო, რომელშიც „ლოკომოტივმა“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. არადა, თამაში „ლოკომოტივისთვის“ იდეალურად დაიწყო. მე-11 წუთზე ლევან კაკუბავა შეცდა, რომელმაც ომარ მიგინეიშვილს უყურადღებო გადაცემა გაუკეთა, რის შედეგადაც ირაკლი სიხარულიძემ ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა თავი და თავისი გუნდი დააწინაურა.

თუმცა, აქედან მოყოლებული „საბურთალო“ სრულ უპირატესობას დაეფულა. „რკინიგზელები“ ოდენ 5 წუთის განმავლობაში იგებნენ. მერე კი ლაშა შინდაგორიძემ პენალტით გათანაბრება მოახერხა. ანტრაქტამდე არაფერი შეცვლილა, ხოლო მეორე ნახევარში ჩემპიონმა თავისი სიტყვა თქვა.

გიორგი დიასამიძემ 56-ე წუთზე იდალური შანსი გაუშვა და პენალტი ვერ გაიტანა. არ უნდა დავუკარგოთ „ლოკოს“ კარის დარაჯ დემეტრე ბულისკერიას კარგი თამაში, რომელმაც დარტყმა მოიგერია. თუმცა დიასამიძემ თავისივე შეცდომა სრულად გამოისყიდა, რადგან დარჩენილ დროში ორი საგოლე პასი მიითვალა.

ჯერ იყო და მისი მოხდენილი გადაცემით შინდაგორიძემ დუბლი გაიფორმა და „საბურთალო“ წინ გაიყვანა, ხოლო 70-ე წუთზე დიასამიძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ოგნიენ როლოვიჩმა შეტევა დააგვირგვინა. სხვათა შორის, მონტენეგროელმა როგორც წინა ტურში, დღესაც შეძლო გოლის გატანა და „საბურთალოს“ ჩინებულად მოერგო.

ამრიგად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს, ხოლო „ლოკომოტივმა“ „რუსთავთან“ გამარჯვების შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 1:3 (1:1)

თბილისი, მიხეილ მესხი 2“

„ლოკომოტივი“ (3-5-2): ბულისკერია; ანდრონიკაშვილი (ძებნიაური 10), ჭანტურია, გურეშიძე; კირკიტაძე, სამურკასოვი (კობახიძე 78), შონია, არდაზიშვილი, უბილავა; სიხარულიძე, ჯიქია (ნჯგია 67)

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

„საბურთალო“ (4-3-3): მიგინეიშვილი; მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ჩაბრაძე (თევზაძე 79); გორგიაშვილი, დიასამიძე, ტერა (როლოვიჩი 57); შინდაგორიძე, დვალიშვილი (ცნობილაძე 69), ანტე გი

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 სიხარულიძე (11), 1:1 შინდაგორიძე (16, პენ), 1:2 შინდაგორიძე (63), 1:3 როლოვიჩი (70)

გაფრთხილება: გურეშიძე (55), ძებნიაური (67), ბულისკერია (90) - ანტე გი (58)

მსაჯი: ბ. ნინუა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112026
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X