ფეხბურთი

18:39 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" გნაბრის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მიუნხენის „ბაიერნმა“ სერჟ გნაბრის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც გერმანული გიგანტის ვებგვერდი იტყობინება, ნიჭიერი შემტევი „ალიანს არენაზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გნაბრის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 30 ივნისს გასდიოდა.

„თავს სახლში ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ „ბაიერნში“ ბევრ სასიამოვნო მომენტს განვიცდი და ბევრ ტიტულს მოვიგებ. აქვ ყველაფერი მაქვს განვითარებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო“, - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა.

სერჟ გნაბრი „ბაიერნმა“ 2017 წელს ბრემენის „ვერდერიდან“ შეიძინა და ერთი სეზონით „ჰოფენჰაიმში“ გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0.110791