ჭადრაკი

15:40 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

დღეს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სტარტ აიღებს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ვაჟთა და ქალთა 10-10 ქვეყნის ნაკრებები წრიული სისტემით იასპარეზებენ.

ვაჟთა შორის ჩემპიონობისთვის ინდოეთი, ირანი, ეგვიპტე, ჩინეთი, ინგლისი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, აშშ, რუსეთი და შვედეთი იბრძოლებენ, ქალებში კი – სომხეთი, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, უკრაინა, უნგრეთი, საქართველო, ყაზახეთი და ეგვიპტე.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ბელა ხოტენაშვილი (2474), ნინო ბაციაშვილი (2454), ლელა ჯავახიშვილი (2455), მერი არაბიძე (2392), სალომე მელია (2385). კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავაა, ხოლო მწვრთნელი – დავით ჯოჯუა.
ოთხი წლის წინ მონაწილეთა და მწვრთნელთა ზუსტად ამ შემადგენლობით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე სამყაროს უძლიერესი გუნდის სახელი მოიპოვა, ხოლო 2011 და 2017 წელს მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
როგორც აღვნიშნეთ, მომავალი ტურნირის პირველი ტური დღეს შედგება, დასკვნითი მე-9 ტური 14 მარტს ჩატარდება, 10 მარტი კი ტურნირზე დასვენების დღედაა გამოცხადებული.
სასტარტო ტურში წყვილები ასე გამოიყურება:

ქალები
სომხეთი – ეგვიპტე
რუსეთი – ყაზახეთი
ინდოეთი – საქართველო
ჩინეთი – უნგრეთი
აშშ – უკრაინა

ვაჟები
ინდოეთი – შვედეთი
ირანი – რუსეთი
ეგვიპტე – აშშ
ჩინეთი – აზერბაიჯანი
ინგლისი – ყაზახეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124251