ისტორია

11:58 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2013 - სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. 19 წლის სპორტსმენმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა ასაკობრივ ევროპირველობაზე.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892- ლონდონის “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ინგლისის პირველ საფეხბურთო დივიზიონში “დარვენს” 12:0 მოუგო. ეს დღემდე საუკეთესო მიღწევაა და ამ შედეგის გამეორება 1905 წელს “ნოტინგემ ფორესტმა” შეძლო, როდესაც “ლესტერ ფოსს” ანალოგიური უპირატესობით სძლია.

1905- ინგლისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ნორვიჩ სიტი”.

1916- ესპანეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “მალიორკა”.

1933- ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებმა პირველად ჩაიცვეს წითელი ფერის მაისურები, როგორებითაც “მეთოფეები”დღემდე ასპარეზობენ. ეს ფაქტი, “არსენალის” სტადიონ “ჰაიბერიზე” მოხდა, როდესაც ჩრდილოლონდონელები “ლივერპულს” შეხვდნენ.

1946- გერმანიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “აუე”.

1960- კანადის ქალაქ ვანკუვერში გამართულ ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა კაროლ ჰეისმა მოიპოვა, მამაკაცებში უძლიერესი, ფრანგი ალენ ჟილეტი გახდა, სპორტულ წყვილებში კანადელებმა, ვაგნერმა და პოლმა გაიმარჯვეს, ხოლო სპორტულ ცეკვებში პირველობა არავის დაუთმო დიდი ბრიტანელების, დენისა და ჯოუნსის წყვილმა.

1965- ერნი ტერელმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ედი მახენი თხუთმეტრაუნდიან პაექრობაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1972- ფეხბურთელთა შორის აფრიკის თასის გათამაშების ფინალში, კონგომ მალი 3:2 დაამარცხა.

1977- “ფორმულა-1”-ის სამხრეთ აფრიკის გრანპრი ავსტრიელმა პილოტმა ნიკი ლაუდამ მოიგო. იგი “ფერარის” ბოლიდით გამოდიოდა. მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკელი ჯოდი შექტერი (“ვოლფი”) გავიდა, ხოლო მესამეზე ფრანგი ავტოპილოტი პატრიკ დეპელე (“ტირელი”).

1981- აშშ-ის ქალაქ ჰართფორდში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის პირველობა ამერიკელმა სკოტ ჰემილტონმა მოიპოვა.

1995- ინგლისური პრემიერლიგის მატჩში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “იფსვიჩ თაუნს” 9:0 მოუგო, რითიც პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. იმ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა “ოლდ ტრაფორდელთა” ფორვარდმა ენდი კოულმა.

1998- მოკრივეთა შორის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა სასამართლოში უჩივლა თავის პრომოუთერ დონ კინგს.

2005- წონის დაკლების მიზნით დიეგო არმანდო მარადონამ ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა.

2006- პრაღაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში დავით ქევხიშვილმა (73 კგ)ოქროს, ხოლო ზაზა კედელაშვილმა (66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოსპრიზიორებიგახდნენნესტორხერგიანი (60) და მინდია ხომიზური (60).

2007- ალექსანდრე ამისულაშვილმა ნალჩიკისსპარტაკთანგააფორმა კონტრაქტი.

2007- ქალაქ კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ გიორგი დემეტრაძის სარჩელი განიხილა, რომელიცუკრაინის ფეხბურთის ფედერაციასა და პროფესიული ფეხბურთის ლიგისკენ იყო მიმართული. ქართველიფეხბურთელის აზრით, აღნიშნული ორგანიზაციების მიერუკრაინაშიმოასპარეზელეგიონერებზედაწესებული ლიმიტი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდადა მისსამუშაოუფლებებს ზღუდავდა.მოსამართლემ მესამე მოსმენაზე ქართველი ფორვარდის მოთხოვნაუარყოდასარჩელი არ დააკმაყოფილა.

2008- ბერტ ვან მაარვიკი ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იგი ნარინჯისფერთა გაწვრთნას ივლისიდან შეუდგა, როდესაც მარკო ვან ბასტენმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

2008- “შალკემ” პენალტების სერიაში “პორტო” დაამარცხა და თავის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

2013- ლიბანის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიკა ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" "ანიბალს" უმასპინძლა და 99:73 დაამარცხა. გამარჯვებულთაგანქულებისუმეტესობაქართველმათავდამსხმელმა მოაგროვა: 36 წუთში 30 ქულა, 18 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა. სკიტასმარგიქმედების კოეფიციენტმა 52- მიაღწია, რაც მეტისმეტად ეფექტურიმაჩვენებელია.

"ჩამპვილმა" რეგულარული ეტაპი 12 მოგებით (6 მარცხი) მესამე ადგილზე დაასრულა.

2013- სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაცახალგაზრდებსშორისევროპისჩემპიონობა მოიპოვა. 19 წლის სპორტსმენმა ქართული ფარიკაობისისტორიაში ახალიფურცელიჩაწერა,უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ხმლითმოფარიკავეთაასაკობრივევროპირველობაზე.

ამ დღეს დაიბადნენ

1877- მალკოლმ უიტმენი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1898 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.

1886- პოლ რადმანოვიჩი. ინგლისელი მოცურავე. 1908 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1919- გრიგორი ნოვაკი. რუსი ძალოსანი. საბჭოთა კავშირის ძალოსანთა შორის პირველმა მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

1935- მალკოლმ ანდერსონი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1957 წელს გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1935- ვლადიმერ ბრეჟნევი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრების მცველი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1936- ვლადიმერ მასლაჩენკო. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1938- ბორის ნიკიტინი. თბილისელი მოცურავე. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 200 მეტრზეესტაფეტით გაცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მონაწილეობდა რომის 1960 წლისოლიმპიადაზე(მეშვიდე ადგილი). ნიკიტინი საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონია (1956-60). 1958 წელსგახდა ევროპისჩემპიონი (200 მეტრზე ესტაფეტა), ხოლო 400 მეტრზე თავისუფალისტილითცურვაშიმოიპოვა ვერცხლისმედალი. დამყარებული აქვს ევროპის 6 რეკორდი. ახალგაზრდულისპორტულითამაშების ორგზისჩემპიონი (1957). ბორის ნიკიტინი გარდაიცვალა 1984 წელს.

1940- ზეპ პიონტეკი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ბრემენის “ვერდერში”. 1979-80 წლებში წვრთნიდა დანიის ნაკრებს. 1983 წელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. პიონტეკმა დანია ევროპის 1984 და 1988 წლების და მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატებზე გაიყვანა.

1943- ფრანკ ფორბერბერგერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნიჩბოსანი. 1968 და 1972 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1945- რენდი მეტსონი. ამერიკელი ტყვიის მსროლელი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1946- ზურაბ შხვაცაბაია. ქართველი ფეხბურთელი. 1965-67 წლებში გამოდიოდა თბილისის “დინამოს” დუბლ-შემადგენლობაში, ხოლო 1968-70 წლებში იცავდა თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას.

1953- ჰარალდ სტენვააგი. ნორვეგიელი ტყვიის მსროლელი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1958- ვლადიმერ ბესონოვი. საბჭოთა კავშირისა და კიევის “დინამოს” ნახევარმცველი. კიეველთა რიგებში ექვსჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1986- წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. 1988 წლის ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. 1980 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. 1977 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებს შორის.

1964- რეჯი უილიამსი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “დენვერ ნაგითსის” გამთამაშებელი-ფორვარდი.

1964- ჯერალდ მერვინ ვანენბურგი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, ეინდჰოვენის პსვ-ს, იაპონური “ჯუბილო ივატას”, “უტრეხტის”, ფრანგული “კანის”, “მიუნხენ 1860”-ის ნახევარმცველი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. პსვ-ს შემადგენლობაში 1988 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ჰოლანდიის 8-გზის ჩემპიონი და ქვეყნის ეროვნული თასის 5-გზის მფლობელი.

1972- ბრაიან გრანტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსისა” და “საკრამენტო კინგზის” ფორვარდი.

1973- ხუან ესნაიდერი. არგენტინის ნაკრების, “ფერო კარილ ოესტეს,” მადრიდის “რეალისა” და “ატლეტიკოს,” “სარაგოსას,” “ესპანიოლის,” ტურინის “იუვენტუსის,” “პორტუს,” “რივერ პლეიტისა” და “ნიუელს ოლდ ბოისის” ფეხბურთელი.

1973- ლი ჯუ ჰიუნი. სამხრეთ კორეელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1974- ლარბი ბენბუდაუდი. ფრანგი ძიუდოისტი. 2000 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

1974- იენს იერემისი. გერმანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი. არაერთგზის ბუნდესლიგის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2001) და ამავე წლის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. 2002 წლის მსოფლიო პირველობის ფინალისტი.

1974- შარუნას იასიკიავიჩუსი. ლიტვის საკალათბურთო ნაკრებისა და თელ ავივის “მაკაბის” გამთამაშებელი (192 სმ). ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. “ბარსელონასა” და “მაკაბის” რიგებში ასპარეზობისას მოგებული აქვს ევროლიგა.

1977- ბრაიან ბერერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტორონტო მეიფლ ლივზის” მცველი.

1977- დაინიუს გლევეცკასი. ლიტვის საფეხბურთო ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” მცველი.

1977- უოლი შერბაიკი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მინესოტა თიმბერვულვზის” ფორვარდი (201 სმ).

1987- ანა ჩაკვეტაძე. რუსი ჩოგბურთელი. შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში.

Loading...
0.112634