ფეხბურთი

13:53 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „სეზონი არ დამთავრებულა, „ლივერპული“ არ ნებდება“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის 29-ე ტურში, „ევერტონთან“ ნათამაშები ფრის (0:0) კვალად, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკარგული ჯერ არაფერია და „ლივერპული“ ბოლომდე იბრძოლებს ტიტულისათვის.

„ჩვენ პოზიტიურები ვართ, რატომ არ უნდა ვიყოთ პოზიტიურები? ჯერ კიდევ ბევრი მატჩებია დარჩენილი. ჩვენი დამარცხება რთულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში.

მართალია, სატურნირო ცხრილის დინამიკა შეიცვალა, ახლა პირველ ადგილზე „სიტია,“ მეორეზე - ჩვენ. მაგრამ სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. „ლივერპული“ არ ნებდება.“ - განუცხადა კლოპმა კლუბის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112482