ფეხბურთი

11:53 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ პოგბას შემოსწყრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, უკმაყოფილო დარჩენილა თავისი თანაგუნდელის, პოლ პოგბას ქცევით, რომელმაც პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში „საუთჰემპტონთან“ (3:2), ბოლო წუთზე პენალტი თავად დაარტყა და ლუკაკუს, რომელსაც მანამდე ორი გოლი გაეტანა, ჰეთ თრიქის შესრულების შანსი არ მისცა.

The Sun-ს მტკიცებით, მატჩის შემდეგ ბელგიელს ფრანგთან ერთობ ხმაურიანად უსაუბრია და საქმე იქამდე მისულა, რომ საუბარში მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერიც ჩარეულა.

გამოცემის ინფორმაციით, ლუკაკუს პოგბასთვის შეუხსენებია, როგორ ედგა გვერდში ძნელბედობისას, როცა ჟოზე მოურინიუს დროს, ფრანგი ხშირად ძირითადში ვერ ხვდებოდა ხოლმე. ასევე ლივერპულელი მოჰამედ სალაჰის მაგალითიც შეუხსენებია, რომელმაც „არსენალთან“ მატჩში, დიდსულოვნად დაუთმო ბურთი ფირმინოს და ჰეთ თრიქი შეასრულებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117345