ფეხბურთი

11:18 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაერთო

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, ჯეიდონ საჩომ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, კლუბი დატოვოს.

The Telegraph-ის ცნობით, 18 წლის ინგლისელისთვის ბრძოლაში ფრანგული „პარი სენ-ჟერმენიც“ ჩაერთო. ცნობილია, რომ ჭაბუკი ნახევარმცველით „მანჩესტერ იუნაიტედიცაა“ დაინტერესებული. გამოცემის ვარაუდით, რაკი „დორტმუნდმა“ ორივე კლუბის ინტერესის შესახებ იცის, შესაძლოა, მათ შორის აუქციონის მაგვარი მოაწყოს. სატრანსფერო თანხა დაახლოებით 100 მილიონი ევრო იქნება.

ასევე ცნობილია, რომ სანჩოს „რეალი,“ „ბარსელონა“ და „ბაიერნიც“ აკვირდებიან.

სანჩო „დორტმუნდში“ 2017 წელს გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან.“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მან 24 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133657