თამაშგარე

9:48 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის - 'Kinky's Wine Bar'

„მანჩესტერ სიტის“ 90-იანი წლების ლეგენდა, გიორგი ქინქლაძე, თავის ქალაქში ბრუნდება. კარიერის დამთავრების შემდეგ ის საქართველოში ცხოვრობდა. ბოლო დროს კი ღვინის ბიზნესით დაინტერესებულა.

ახლა ის დიდსბერიში საკუთარი ღვინის ბარის გახსნას აპირებს, რომელსაც საქართველოს მთავრობაც უჭერს მხარს.“ - წერს Daily Star.

გიოს მანჩესტერთან ახლო ურიერთობა დღემდე აქვს. ნათსფორდში ხომ მისი ვაჟი ცხოვრობს.

„ძალიან აღელვებული ვარ მომხდარით, - ამბობს ქინქლაძე, - ქართული ღვინო საუკეთესოა მსოფლიოში და ერთი სული მაქვს, როდის გავასინჯებ მას აქაურებს. ვფიქრობ, ოჯახთან ერთად მალე ჩამოვალ.“

გიოს ოდინდელი საქმიანი პარტნიორი პოლ აშბი აღფრთოვანებულია სიახლით: „ეს სახალისოა. გიოს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა თუ საქართველო ღვინის უძველესი ქვეყანა იყო. როცა მან თავისი იდეის შესახებ გვითხრა, ყველა აღფრთოვანებული დავრჩით. კარგი გუნდი შევიკრიბეთ და მოუთმენლად ველით ბარის გახსნას.

ბარს 'Kinky's Wine Bar' - ერქმევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131739