ფეხბურთი

9:04 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოვერმარსი: „აიაქსის“ „რეალთან“ გამარჯვების შანსი 20 პროცენტია“

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი ჟურნალისტებს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შესახებ ესაუბრა.

„ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, მაგრამ პირველი შეხვედრის ანგარიში გვიშლის ხელს (ამსტერდამში „აიაქსმა“ „რეალთან“ 1:2 წააგო). ვფიქრობ, ჩვენი მეოთხედფინალში გასვლის შანსი 20 პროცენტია.

ძალიან რთული მატჩი იქნება. ყველამ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ახლა „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგა. ეს ერთადერთი ტურნირია, სადაც მათ წარმატების შანსი დარჩათ.“ - ციტირებს ოვერმარსის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109437