ფეხბურთი

0:46 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

წარმოუდგენელი კადრები თურქეთიდან: ფეხბურთელი მოედანზე სამართებლით გავიდა (+VIDEO)

საფეხბურთო მოედანზე ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ის, რაც თურქეთში მოხდა წარმოუდგენელია. ადგილობრივი ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შეხვედრაში „ამედი“ „საკარიასფორს“ ხვდებოდა. სანამ მატჩი დაიწყებოდა, „ამედის“ ნახევარმცველ მანსურ ჩალარს ხელში სავარაუდოდ სამართებელი ეჭირა.

მისი შეტევის ობიექტი „საკარიასფორის“ ფეხბურთელი ფერჰათ იაზგანი იყო, რომელსაც სამართებელი დაუსვა. გარდა ამისა, დაზიანდნენ სხვა ფეხბურთელებიც და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივართა უმრავლესობა ფიფას მანსურ ჩალარის ფეხბურთიდან სამუდამო მოკვეთისკენ მოუწოდებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122926