ფეხბურთი

23:40 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისკოსთვის ბრძოლაში ინგლისური გრანდებიც ჩაერთვნენ

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირება ინგლისურ გრანდებს „მანჩესტერსა“ და „ლივერპულს“ სურთ.

ცნობილია, რომ ისკოს „იუვენტუსი“, „ნაპოლი“ და „ინტერიც“ ეპატიჟებიან, Tuttosport-ის ინფორმაციით კი, მათი კონკურენტები ხსენებული ინგლისური გუნდებიც იქნებიან. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ისკო „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ვერ ხვდება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში „სამეფო კლუბს“ დატოვებს. გარდა ამისა, ისკოს მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტიც აქვს.

ფრანგული მედია კი, ესპანელ შემტევს „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116589