ისტორია

8:43 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

4 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951- დაიბადა კენი დალგლიში (კენი მატისონი). შოტლანდიის ნაკრების, “სელტიკისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. დალგლიშმა 200-200 მატჩზე მეტი ჩაატარა ინგლისისა და შოტლანდიის უპირველეს საფეხბურთო ლიგებში. ორივე ჩემპიონატებში გატანილი აქვს 100 გოლზე მეტი. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი (102) და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (30). ოფიციალურ დონეზე ჩაატარა 836 მატჩი, გაიტანა 339 გოლი. კენი დალგლიში შოტლანდიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია, 10-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 9-ჯერ დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. “ლივერპულთან” ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი. 1979 და 1983 წლებში დაასახელეს ინგლისის საუკეთესო მოთამაშედ. “ლივერპულის” გულშემატკივართა აზრით, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 1979 წლის 3 ოქტომბერს ითამაშა თბილისში, ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში. იმ დღეს “დინამომ” “ლივერპულს” 3:0 მოუგო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1941- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ჩიკაგო ბლექ ჰოუქსის” გოლკიპერმა სამუელ ლოპრესტიმ “ბოსტონ ბრუინზთან” რეგულარული პირველობის მატჩში, მოწინააღმდეგის 83 დარტყმიდან, 80 მოიგერია.

1945- ბელგრადში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ცრვენა ზვეზდა”. ერთადერთი იუგოსლავიური კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. “ცრვენა ზვეზდა” იუგოსლავიის (სერბიის) 25-გზის ჩემპიონია, 22-ჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი. “ცრვენა ზვეზდას” სერბიის მოსახლეობის დაახლოებით 43 პროცენტი უჭერს მხარს.

1949- ჰოლანდიელმა პიტ ვან დე პოლმა ბილიარდში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968- ჯო ფრეზერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბასტერ მეტისი მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1970- ჯექსონვილის კოლეჯის საკალათბურთო გუნდმა სტუდენტურ ლიგაში (NCAA) პირველად შეძლო საშუალოდ ერთ მატჩში 100-ზე მეტი ქულის დაგროვება.

1970- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “მონრეალ კანადიენსმა” 126-ე საჩემპიონატო მატჩი ჩაატარა “მშრალზე,” რითიც NHL-ის რეკორდი დაამყარა.

1981- უეფა- თასების თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, თბილისისდინამომლონდონისაპტონ პარკზე” “ვესტ ჰემ იუნაიტედს” 4:1 მოუგო. ქართველთაგანგოლებიალექსანდრეჩივაძემ, ვლადიმერ გუცაევმა და რამაზ შენგელიამ (2) გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე,ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. მწვრთნელინოდარ ახალკაცი.

1988- თბილსისდინამომსაერთაშორისო ამხანაგურ მატჩში რუსთავშიშვედეთისსაფეხბურთოკლუბგეტებორგს” 1:0 მოუგო. გოლი გელა კეტაშვილმა გაიტანა. “დინამო”: ჭანტურია, ფირცხალავა, კეტაშვილი,ჭედია, ცვეიბა, ტყებუჩავა, გუბაზი, სულაქველიძე, ქეცბაია(ფანცულაია), გურული, მესხი. მწვრთნელიდავით ყიფიანი.

1989- კუბელმა მძლეოსანმა ხავიერ სოტომაიერმა სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2.43 მ).

1995- მაიკლ ჯონსონმა დარბაზში 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (44.63).

1995- ოფიციალურ მატჩში დევიდ ბექჰემის დებიუტი შედგა. იგი მეორედივიზიონური “პრესტონის” რიგებში მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და “დონკასტერის” კარში გოლი გაიტანა. შეხვედრა 2:2 დასრულდა და მისი Cანაწერი დღეს 10 ათასი გირვანქა ღირს.

2005- ესტონეთში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ნინო სალუქვაძემ 10 მეტრიანიდისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამასთან, საქართველოსნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაშიც მეორე ადგილი დაიკავა.

2005- ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “კორინთიანსის” მთავარ მწვრთნელად არგენტინელი დანიელ პასარელა დაინიშნა. მან ამ პოსტზე ტიტე შეცვალა.

2006- ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი, ალან ჟირესი, რომელიც მანამდე საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, გაბონის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ბრაზილიელი ჟაირზინიო შეცვალა.

2007- საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმაპორტუგალიისოთხთასაერთაშორისოტურნირზე ბელგიელ თანატოლებს 3:0 მოუგო და მეორე ადგილიდაიკავა(პირველზეირლანდიელებიგავიდნენ, ხოლო მე-3-4-ზე შესაბამისად პორტუგალიელები დაბელგიელები). გოლებივახტანგ ფანცხავამ(2) და დავით თარგამაძემ გაიტანეს.

2007- ლადო ჩიხლაძემ შვეიცარიის საჩოგბურთო ტურნირზე, ლეუგერნის ფიუჩერსზე (საპრიზოფონდი10ათასი დოლარი) გაიმარჯვა.

2007- ვარშავაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ)ოქროსმედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), ლევან რაზმაძე (100 კგ), ლევანჟორჟოლიანი (100 კგ) და ლაშა გუჯეჯიანი (მძიმე წონა) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

2007- ადრიატიკის საკალათბურთო ლიგაში მანუჩარ მარკოიშვილისოლიმპიამბელგრადისცრვენაზვეზდადაამარცხა (88:82). ქართველმა კალათბურთელმა 36 წუთში 25 ქულამოაგროვა, 6 მოხსნა, 3 პასიდა 2 ჩაჭრა განახორციელა.

2009- საკალათბურთო ევროლიგის მატჩში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” 90:79 მოუგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

2013- 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ვარშავაში ჩატარებულ “ევროპის ღია ტურნირზე” მედლის მოპოვება ვერ მოახერხა, მაგრამ ევროპის ძიუდოს კავშირისგან განსაკუთრებული ჯილდო – “ფეარ პლეის სპეციალური სერტიფიკატი” მიიღო. ჭაბუკთა შორის ყველა ტიტულის მომგებმა სპორტსმენმა პოლონურ ტურნირზე მეორე წრეში უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ორთაბრძოლა ფეხის ტკივილის გამო შეწყვიტა. ბექა მოწინააღმდეგის პრობლემას გაგებით მოეკიდა და ტრავმირებულ ტოტს ტატამიდან გასვლაში დაეხმარა.

ამ დღეს დაიბადნენ

1900- რობერტო საუნდი. სალვადორელი ტყვიის მსროლელი. 68 წლის ასაკში იასპარეზა მეხიკოს ოლიმპიადაზე.

1918- მარგარეტ ოსბორნ დიუპონი. ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი, რომელმაც 1948-50 წლებში სამჯერ მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.

1923- პიერო დ’ინცეო. ფრანგი ცხენოსანი. 1952 და 1964 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1944- ფრანსისკო გალიეგო. 1960-70-იან წლებში “სევილიასა” და “ბარსელონას” ნახევარმცველი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ორჯერ მოპოვებული აქვს ესპანეთის თასი, თითოჯერ ბაზრობათა და თასების თასები.

1946- დარიო. 1960-80-იანი წლების ბრაზილიელი ფორვარდი. 926 ოფიციალურ მატჩში გაიტანა 549 გოლი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელთა განაცხადში იყო. ორჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. დარიოს ფენომენალური სისწრაფე ჰქონდა – 100 მეტრს 9.9 წამში ფარავდა.

1950- რაფაელ პოეი. კუბელი კალათბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი.

1951- კენი დალგლიში (კენი მატისონი). შოტლანდიის ნაკრების, “სელტიკისა” და “ლივერპულის” ფორვარდი. დალგლიშმა 200-200 მატჩზე მეტი ჩაატარა ინგლისისა და შოტლანდიის უპირველეს საფეხბურთო ლიგებში. ორივე ჩემპიონატებში გატანილი აქვს 100 გოლზე მეტი. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი (102) და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (30). ოფიციალურ დონეზე ჩაატარა 836 მატჩი, გაიტანა 339 გოლი. კენი დალგლიში შოტლანდიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია, 10-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 9-ჯერ დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. “ლივერპულთან” ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი. 1979 და 1983 წლებში დაასახელეს ინგლისის საუკეთესო მოთამაშედ. “ლივერპულის” გულშემატკივართა აზრით, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 1979 წლის 3 ოქტომბერს ითამაშა თბილისში, ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში. იმ დღეს “დინამომ” “ლივერპულს” 3:0 მოუგო.

1956- კარლოსი. ბრაზილიელი მეკარე. 1980 და 1982 წლებში დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო გოლკიპერად. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი.

1964- ემილია ებერლე. რუმინელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1966- კევიონ ჯონსონი. “კლივლენდ კავალიერზისა” და “ფინიკს სანზის” კალათბურთელი. სამჯერ იასპარეზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. კევინ ჯონსონი NBA-ის იმ ოთხ მოთამაშეს შორისაა, რომელთაც სამი სეზონის განმავლობაში რეგულარული პირველობის მატჩებში საშუალოდ 20 ქულა დააგროვეს და 10 შედეგიანი პასი გააკეთეს.

1967- იონას ედმანი. შვედი ტყვიის მსროლელი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1968- დაიანა ჰარისი. ამერიკელი სოფტბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1969- პიერლუიჯი კაზირაგი. იტალიის ნაკრების ფორვარდი. საფეხბურთო კარიერის მიწურულს გამოდიოდა “ჩელსიში”.

1971- იოვან სტანკოვიჩი. იუგოსლავიის ნაკრებისა და “მარსელის” ფეხბურთელი.

1972- ტოს ფერსტაფენი. “ფორმულა-1”-ის ჰოლანდიელი მრბოლელი. “ეროუზის” გუნდის წევრი.

1973- იულიან რაიჩი. რუმინელი ტყვიის მსროლელი. 2000 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი.

1974- არიელ ორტეგა. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების, “რივერ პლეიტის,” “ვალენსიას,” “სამპდორიას,” “პარმას,” სტამბოლის “ფენერბახჩეს,” “ნიუელს ოლდ ბოისის” მოთამაშე. არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 89 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი. სამი მუნდიალის მონაწილე (1994, 1998, 2002). 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

1974- კაროლ კუჩერა. სლოვაკი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ATP-ის ექვსი ტურნირი, მსოფლიოს კლასიფიკაციაში 1998 წელს მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდა.

1975- როი მაკაი (როი რუდოლფუს ანტონ მაკაი). ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების, არნემის “ვიტესის,” ესპანური “ტენერიფეს,” ლა კორუნიას “დეპორტივოს”, მიუნხენის “ბაიერნის” და “ფეიენოორდის” ფორვარდი. 2002-2003 წლების სეზონში გახდა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი. მოპოვებული აქვს ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონობა და თასი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 16 გოლი.

1976- ვიქტორ ვანდერლე. ამერიკელი მშვილდოსანი. 2000 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი.

Loading...
0.12531