ფეხბურთი

3:30 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" - თითქმის ჩემპიონი

ახლა უკვე გადაჭრით - სერია A-ში საჩემპიონო ინტრიგა დასრულებულია. „ნაპოლის“ გაბრძოლების ბოლო შანსი ჰქონდა და ამისთვის „იუვენტუსი“ აუცილებლად უნდა დაემარცხებინა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა თამაშით ტურინული გრანდი მართლაც დაჯაბნა, მაგრამ ტაბლოა მთავარი და იქ ყველაფერი „იუვეს“ სასარგებლოდ წერია - 2:1. საერთოდ, პირველი ტაიმის შემდეგ „ბებერი ქალბატონისგან“ ბევრი დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ვითარება დაიძაბა.

25-ე წუთზე ნეაპოელელები კაცნაკლულნი დარჩნენ. კრიშტიანუ რონალდუ მალკუიტის საშინელი თამაშის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა, გაცსდა კიდეც, მაგრამ ახლაგაზრდა ალექს მერეტმა წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. ჯარიმა დაინიშნა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ასე რომ, გარდა გაძევებისა, მასპინძლები ანგარიშშიც ჩამორჩნენ. მირალემ პიანიჩმა ოსტატურად დაარტყა - 0:1. ტურინელებს ზუსტად 10 წუთი დასჭირდათ უპირატესობის განსამტკიცებლად. ფედერიკო ბერნარდესკის ჩაწოდებულს ემრე ჯანის ზუსტი თავური მოჰყვა და პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყდა.

მაგრამ, ეს ნაჩქარევი ფიქრები აღმოჩნდა. 47-ე წუთზე მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა აღგდა. მირალემ პიანიჩმა ხელით თამაშის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გასახდელში მოუწია შესვლა. ბოსნიელის გარეშე კი „იუვე“ ძალიან აირია, „ნაპოლიმ“ მოუმატა და სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყო. ამას გოლმაც შეუწყო ხელი. ლორენცო ინსინიეს ფანტასტიკური პასის მერე ხოსე კალეხონმა ახლო მანძილიდან შეამცირა სხვაობა. ნეაპოლიტანელები ზეწოლას აძლიერებდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდათ.

ყველაზე კარგი შანსი 85-ე წუთზე ლორენცო ინსინიეს მიეცა, რომელმაც ტურინელთა კარში დარტყმული პენალტი ძელს მოარტყა და საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. სხვათა შორის, „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 26-ე წაუგებელი საგარეო მატჩი ჩაატარა და თავისივე დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

სკუდეტო კი პრაქტიკულად მისია - 16 ქულიანი ჰანდიკაპის გამნიავებელი დარჩენილ 12 ტურში ალეგრის ბიჭები რომ არ არიან, ეს ყველამ კარგად იცის. მოკლედ, „იუვენტუსს“ შეუძლია მთლიანად „ატლეტიკოსთან“ მატჩზე იფიქროს და მოემზადოს, თუ არ უნდა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილს უმოტივაციოდ შეხვდეს.

დღის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „ატალანტას“ გამარჯვება „ფიორენტინასთან“, რომელთანაც მალევე ჩამორჩა, მაგრამ სამი გოლი გაიტანა და მოიგო. ბერგამოელები ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და ლამაზი გოლებიც გაიტანეს.

ფაბიო კვალიარელამ „სპალთან“ დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა (19-19 გოლი). მისი დუბლით „სამპდორიამ“ 2:1 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:2)

ნეაპოლი, „სან პაოლო“

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; მალკუიტი (მერტენსი 46), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, ჰისაი; კალეხონი (უნასი 78), ალანი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი; მილიკი (ოსპინა 27), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ (დე შილიო 61), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (დიბალა 85), მანჯუკიჩი (ბენტანკური 74), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პიანიჩი (28), 0:2 ემრე ჯანი (39), 1:2 კალეხონი (61)

გაფრთხილება: მაკსიმოვიჩი (77), კულიბალი (86), ალანი (89) - პიანიჩი (34, 47), კანსელუ (54), ალექს სანდრო (83), ბენტანკური (89), დიბალა (90)

გაძევება: მერეტი (25) - პიანიჩი (47)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 3 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„ტორინო“ – „კიევო“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბელოტი (76), 2:0 რინკონი (90), 3:0 ძაძა (90)

„ჯენოა“ – „ფროზინონე“ 0:0 (0:0)

„სპალი“ – „სამპდორია“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 კვალიარელა (4), 1:2 კვალიარელა (11), 1:2 კურტიჩი (90)

„უდინეზე“ – „ბოლონია“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 დე პაული (25, პენ), 1:1 პალასიო (39), 2:1 პუსეტო (79)

„ატალანტა“ – „ფიორენტინა“ 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 მურიელი (3), 1:1 ილიჩიჩი (28), 2:1 გომესი (34), 3:1 გოსენსი (59)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.26497