ფეხბურთი

22:12 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ოქროს შანსი გაანიავა

„სიტიმ“ ტიტული დაიბრუნაო - დაწერა თავის „ტვიტერში“ გარი ლინეკერმა და ალბათ, მართალიც არის. ახლა „ლივერპულს“ სასწაული თუ დააბრუნებს პირველ ადგილზე. დიახ, ჯერ კიდევ საკმაო მატჩებია დარჩენილი, „სიტიც“ შეიძლება წაფორხილდეს სადღაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოლო დროს „წითლებს“ თამაში გაუფუჭდათ. პრემიერლიგის ყველაზე ყურებადი გუნდი აბსოლუტურად უსულო ფეხბურთს თამაშობს და ამის ნათელი სიმბოლო მოჰამედ სალაჰია, რომელსაც უამრავი მომენტი ექმნება, მაგრამ ხან აგვიანებს, ხან მიზანში ვერ არტყამს და ხანაც საერთოდ ტრიბუნებში უშვებს ბურთს.

რა მოხდა, ვითომ დაიღალნენ? შეიძლება ასეც იყოს. იმიტომაც ვთქვით, გაუჭირდებათ „სიტის“დაწევაო.

საკუთრივ შეხვედრამაც ვერ გაამართლა. „ლივერპული“ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ იმდენად არა, რომ მოგების ღირსი ყოფილიყო. თან „ევერტონიც“ მედგრად იბრძოდა, მათმა მეკარემ ჯორდან პიკფორდმაც რამდენჯერმე იყოჩაღა. შედეგად - 0:0.

„გაწბილებულნი ვართ, აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით, ბევრი მომენტები შევქმენით, მაგრამ რეალიზაცია არ გვივარგოდა და თუ ვერ გაიტანე, როგორ მოიგებ.“ - უთხრა შემდეგ ლივერპულელმა ჯორდან ჰენდერსონმა Sky Sports-ს.

სამაგიეროდ, მერსისაიდულისგან განსხვავებით, დასავლეთლონდონური დერბი ისეთი გამოდგა, თქვენი მოწონებული. „ფულემმა“ და „ჩელსიმ“ ჩინებული სანახაიბა შესთავაზეს მაყურებელს. ცხადია, „არისტოკრატები“ კლასით გაცილებით მაღლა დგანან და ეს შედეგშიც აისახა. მათგან ახალწვეული იგუაინი და ჟორჟინიო გამოირჩნენ. თუმცა, ერთი მასპინძლებაც გაიტანეს (ჩამბერსი) და ცოტა მეტად რომ გამართლებოდათ, ფრესაც გამოჰკრავდნენ ხელს.

და კიდევ, „ჩელსის“ შერისხული ბასკი მეკარე, კეპა არისაბალაგა დაუბრუნდა და ჩინებულადაც გაირჯა. „ფულემს“ კი ახლახან გათავისუფლებული კლაუდიო რანიერის ნაცვლად, დროებითი დამრიგებელი, სქოთ პარკერი მოძღვრავდა.

ახალი მწვრთნელის დებიუტი შედგა „ლესტერშიც.“ „მელიები“ მინდორზე პირველად გაიყვანა „ლივერპულისა“ და „სელტიკის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ბრენდან როჯერსმა, თუმცა „უოტფორდთან“ დამარცხდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 29-ე ტური. 3 მარტი

ფულემი - ჩელსი 1:2

ლონდონი. „ქრეივენ კოტეჯი.“ 24 900

0:1 იგუაინი (20), 1:1 ჩამბერსი (27), 1:2 ჟორჟინიო (31)

ფულემი: რიკო, ოდოი, რიმი, ნორდტვეიტი, ბრაიანი, სესენონი, ჩამბერსი, მაკდონალდი (ანგისა 62), კერნი (ვიეტო 80), ბაბელი (აიტე 71), მიტროვიჩი

მწვრთნელი: სქოთ პარკერი

ჩელსი: კეპა, რიუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, ემერსონი, ჟორჟინიო (კოვაჩიჩი 68), კანტე, ბარკლი (ლოფტუს-ჩიკი 78), იგუაინი, აზარი (პედრო 74), ვილიანი

მწვრთნელი: მაურიციო სრი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: ჩამბერსი (22), მაკდონალდი (51); ჟორჟინიო (61)

ევერტონი - ლივერპული 0:0

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 335

ევერტონი: პიკფორდი, კინი, ზუმა, დინი, კოულმენი, სიგურდსონი, უოლკოტი (რიშარლისონი 59), გეიე, შნედერლინი (გომეში 76), ბერნარდი, კალვერტ-ლევინი (ტოსუნი 74)

მწვრთნელი: მარკუ სილვა

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, რობერტსონი, მატიპი, ალეკსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 63), ჰენდერსონი, მანე (ლალანა 84), სალაჰი, ორიჯი (ფირმინო 63)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: უოლკოტი (7); რობერტსონი (75), ფაბინიო (79)

უოტფორდი - ლესტერი 2:1

1:0 დინი (5), 1:1 ვარდი (75), 2:1 გრეი (90+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117844