სხვა

0:03 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის ფიცარნაგი პირველ დელეგაციას მასპინძლობს

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატისთვის (6-13 აპრილი) საქართველოს უკვე ეწვივნენ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაილო მაცოხა და მსოფლიო ჩემპიონი დმიტრი ჩუმაკი. პირველ სტუმრებს ბათუმის აეროპორტში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი დახვდა.

უკრაინელები კონტინენტის პირველობამდე აჭარაში დარჩებიან და მზადებას სწორედ იმ დარბაზში გაივლიან, რომელმაც ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის სავარჯიშო დარბაზში პირველი წონები დასძლია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ევროპის ჩემპიონატის სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა, რათა საქართველომ ამ რანგის ასპარეზობას თავი ღირსეულად გაართვას.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105597