ძიუდო

21:00 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

თურქულ ანტალიაში დასრულდა ევროპის თასი კადეტ ძიუდოისტთა შორის, სადაც ქართული დელეგაცია სოლიდურად იყო წარდგენილი. ტურნირში მონაწილეობა 54-მა ვაჟმა და 21-მა გოგონამ მიიღო.

სასიხარულოა, რომ ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის თასის ჩემპიონები გიორგი თეთრაშვილი (66 კგ.), აკაკი ჯაფარიძე (81 კგ.) და თორნიკე ფოლადაშვილი (90 კგ.) გახდნენ, ვერცხლს დავით ბახბახაშვილი (60 კგ.) და გიგა ტატიაშვილი (+90 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაო კი ამირან თაბუკაშვილმა, ელგუჯა ჭინჭარაშვილმა (ორივე – 66 კგ.), ლაშა მღებრიშვილმა (81 კგ.), გიზო გუგუნაშვილმა (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ.) აიღეს.
გოგონებში ქართველთა მონაგარი 2 ვერცხლის მედალია. კვარცხკლბეკზე ასვლა ნინო ლომიძემა (52 კგ.) და ნინო გულბანმა (70 კგ.) მოახერხეს. გოგონათა გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-4 იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122539