ძიუდო

16:50 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთადერთი ძიუდოისტით ვარშავაში

პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ვაჟთა შორის ევროპის ღია პირველობას მასპინძლობს, სადაც საქართველო ერთადერთი ძიუდოისტით გახლდათ წარდგენილი.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი პაპოშვილმა პირველ წრეში რუმინელი ლასლო დავიდი ვაზარით დაამარცხა, მე-2 რაუნდში კი ფრანგ მიკაელ დუბუასთან დამატებით დროში მე-3 შიდო მიიღო და შეჯიბრს გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წონაში პირველობა რუსმა ოლეგ ბაგბოევმა იზეიმა, რომელმაც ფინალში პოლონელი ვიკტორ მროვჩინსკი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი ბელგიელმა აბდულ მალიკ უმაიევმა და უკრაინელმა დმიტრო კანივეცმა მოიპოვეს.

Loading...
0.141302