ფეხბურთი

14:55 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნავალოვსკი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელეს. ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვბეგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა.

32 წლის ნავალოვსკი ბოლოს მინსკის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე არაერთ გუნდში უთამაშია. მათ შორის, „ანჟიში“, „ვოლგაში“, „სკა-ენერგიაში“, „ვერიაში“, ბაქოს „ინტერსა“ და „ნეფთჩიში“.

საქართველოში კი სხვადასხვა დროს, „დინამო თბილისის“, რუსთავის „ოლიმპისა“ და გორის „დილას“ ღირსებას იცავდა.

0.11198