სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:50 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

3 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1953- დაიბადა ზიკო (არტურ არტუნიეს კოიმბრა). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა (1978, 1982, 1986). 1978 წელს გუნდთან ერთად მესამე ადგილზე გავიდა. საკლუბო დონეზე ასპარეზობდა “ფლამენგოში,” იტალიურ “უდინეზესა” და იაპონურ “კაშიმა ანთლერზში”. 1980, 1982, 1983 და 1987 წლებში მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 1981 წელს ლიბერტადორესის თასი. ზიკოს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 1180 მატჩში, 826 გოლი აქვს გატანილი. 1983 წელს World Soccer-მა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. არაერთხელ აღიარეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მოთამაშედ. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა იაპონიაში, სათავეში ედგა თურქულ “ფენერბახჩეს”.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1875- ჩატარდა პირველი ორგანიზებული მატჩი ჰოკეიში. შემონახულია იმ შეხვედრის საოქმო ჩანაწერი.

1878- მაკდუგალი პირველი შოტლანდიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშისას ჰეთ-თრიკი შეასრულა. მაკდუგალმა ეს, გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” მოახერხა, სადაც სკოტები ინგლისელებს ხვდებოდნენ.

1889- ლონდონის “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე კლუბის რეკორდი დაამყარა: “ჩეტემს” 10:1 მოუგო.

1909- ჰოკეიში “სტენლის თასისთვის” ბრძოლის პირველ მატჩში, “ოიავა სენატორმა” “მონრეალ უონდერერზი” 8:3 დაამარცხა.

1920- ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველობის მატჩში, “მონრეალ კანადიენსმა” “კვებეკ ბულდოგს” 16 შაიბა გაუტანა, რითიც ნჰლ-ის რეკორდი დაამყარა.

1946- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მატჩებზე, დასწრების რეკორდი დამყარდა. ბირმინგემის “ვილა პარკის” სტადიონზე ადგილობრივი “ასტონ ვილასა” და “დერბი ქაუნთის” მატჩს ტრიბუნებიდან 76 588 მაყურებელმა მიადევნა თვალი. შეხვედრა “დერბი ქაუნთმა” 4:3 მოიგო.

1951- ბილ მიკვიმ ამერიკის საუნივერსიტეტო-საკალათბურთო (NჩAA) ჩემპიონატის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (73 ქულა).

1956- ჰოლანდიელმა მოცურავე კოკი გასტელაარსმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:04.2).

1957- აშშ-ის ქალაქ კოლორადო სპრინგსში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის პირველობა ამერიკელმა დევიდ ჯენკინსმა მოიპოვა, ხოლო სპორტულ წყვილთა შორის უძლიერესი, კანადელების, ვაგნერისა და პოლის დუეტი იყო.

1968- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “მონრეალ კანადიენსის” მოთამაშე ჟან ბელივო ლიგის მეორე ჰოკეისტი გახდა, რომელმაც გოლს პლუს პასის სისტემით 1000 ქულა დააგროვა.

1974- ჯორჯ ფორმენმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, კენ ნორტონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1977- იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ სრიალში, ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა ლინდა ფრატიანიმ მოიპოვა, მამაკაცებში საუკეთესო საბჭოთა მოციგურავე ალექსანდრ კოვალიოვი გახდა, ხოლო სპორტული ცეკვების წყვილში უძლიერესი, ირინა როდნინასა და ალექსანდრ ზაიცევის დუეტი იყო.

1981- მაიკ ბოსიმ, “ნიუ იორკ აილენდერზის” რიგებში, ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩებში სეზონის მეცხრე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1982- თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეოთხედფინალის პირველ მატჩში, ვარშავაში ადგილობრივ “ლეგიას” 1:0 მოუგო. გოლი თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია. მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი.

1984- პიტერ უექეროტი, ბეისბოლის ეროვნული ლიგის კომისარი გახდა.

1987- მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მიკრივეთა შორის პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1991- მერლინ ოტმა დარბაზში 200 მეტრზე სირბილში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (22.24).

1992- მაიკ ბოსიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზიდან” წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

2005- ქართველი ჩოგბურთელი ლადო ჩიხლაძე ზალცბურგის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. შემდგომ მან იტალიის ტურნირში იასპარეზა და ფინალში გასვლა შეძლო.

2005- პუერტო რიკოში, პისტოლეტის გასროლით დაჭრეს კრივში ოლიმპიური ჩემპიონი, შემდგომში პროფესიონალებში გადასული, ჯოზეფ სერანო.

2005- ბრაზილიურმა “კორინთიანსმა” 20 მილიონ გირვანქად, არგენტინელი ფორვარდი, კარლოს ტევესი შეიძინა.

2008- ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ასოციაციის ფინალში “ნიუ იორკმა” “ნიუ პეტრიოტები” 17:14 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ იზეიმა ლიგის ჩემპიონობა. მატჩი ფინიქსში ჩატარდა.

2010- თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში საქართველომ ესტონეთს 2:1 მოუგო.

2010- საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესტონეთს 2:0 მოუგო.

2013- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვარშავული “ევროპის ღია ტურნირი” გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ქართული გუნდი 37 ნაკრებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ) მიერ მოპოვებულ ოქროსა და ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ) ვერცხლს თავისი ოქრო ლევან წიკლაურმა (81 კგ) მიამატა. მწვრთნელი ირაკლი უზნაძე.

2013- იტალიური “რომას” 36 წლის კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, “ჯენოასთან” რამდენიმე წუთის წინათ დასრულებულ შეხვედრაში (2:1), სერია A-ში თავისი 225-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ის ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელს, გუნარ ნორდალს გაუტოლდა. 225-225 გოლით, ნორდალი და ტოტი მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი სილვიო პიოლაა, რომლის ანგარიშზეც 274 გოლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1846- დესიდერიო პიეტრო. იტალიელი პურის მცხობელი. მე-19 საუკუნეში აღდგენილი მარათონული გარბენების მრავალგზის ჩემპიონი.

1936- ჯიმ კლარკი. “ფორმულა-1”-ის შოტლანდიელი პილოტი. გრანპრის ტურნირებზე მონაწილეობდა 1960-168 წლებში (“ლოტუსის” გუნდში). სტარტზე გავიდა 72 რბოლაში, რომელთაგანაც 25 მოიგო. ჯიმ კლარკი 1963 წლის მსოფლიოს ჩემპიონია.

1953- ზიკო (არტურ არტუნიეს კოიმბრა). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიის ნაკრების რიგებში სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა (1978, 1982, 1986). 1978 წელს გუნდთან ერთად მესამე ადგილზე გავიდა. საკლუბო დონეზე ასპარეზობდა “ფლამენგოში,” იტალიურ “უდინეზესა” და იაპონურ “კაშიმა ანთლერზში”. 1980, 1982, 1983 და 1987 წლებში მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 1981 წელს ლიბერტადორესის თასი. ზიკოს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 1180 მატჩში, 826 გოლი აქვს გატანილი. 1983 წელს ჭორლდ შოცცერ-მა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. არაერთხელ აღიარეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მოთამაშედ. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა იაპონიაში, სათავეში ედგა თურქულ “ფენერბახჩეს”.

1956- ჯიმ ბარტონი. აფროსნობაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1956- ზბიგნევ ბონეკი. პოლონეთის ნაკრების, ლოძის “ვიძევის,” ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1982 წლის მუნდიალის მესამე ადგილოსანი. პოლონეთისა და იტალიის ჩემპიონი. “იუვენტუსთან” ერთად, 1984 წელს თასების მფლობელთა თასსა და ევროპის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო 1985 წელს ჩემპიონთა თასს. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ბიზნესში მოღვაწეობდა. 2002 წელს გახდა პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ხუთ მატჩში, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფუნქციასაც ასრულებდა (2 მოგება, 2 წაგება, ფრე).

1959- ვაგიზ ხიდიატულინი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკის,” ცსკა-ს და “დინამოს,” ფრანგული “ტულუზასა” და “მონტობანის” ფეხბურთელი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1987) და რუსეთის თასის მფლობელი (1995). ევროპის 1988 წლის პირველობის ვერცხლის მედალოსანი. 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. 1990 წლის მუნდიალის მონაწილე. 1977 წლის ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 58 მატჩში, 6 გოლი გაიტანა.

1962- ჯეკი ჯოინერ-კერსი. ამერიკელი მძლეოსანი. ათჭიდში 1988 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1965- დრაგან სტოიკოვიჩი. იუგოსლავიისა და სერბიის ნაკრების ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზა ორივე ქვეყნის სახელით. გამოდიოდა რამდენიმე ევროპულ გუნდში, კარიერა კი, იაპონიის ჯეი-ლიგის “ნაგოიაში” დაასრულა.

1966- დმიტრი ვოლკოვი. რუსი მოცურავე. დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1967- ალექსანდრ ვოლკოვი. რუსი ჩოგბურთელი. დამარცხებული ჰყავს შტეფან ედბერგი (იმ დროისათვის პლანეტის ნომერ პირველი ჩოგანი) და ბიორნ ბორგი. რუსეთის ნაკრების რიგებში იასპარეზა დევისის თასის გათამაშების ფინალში. კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 3 362 786 დოლარი.

1968- დაიან როფ-შტაინროტერი. სამთო სათხილამურო სპორტში 1992 წლის ზამთრის ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მფლობელი.

1968- ბრაიან ლეტჩი. აშშ-ის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ნიუ იორკ რეინჯერსის” მცველი.

1972- მარტინ პროხაზკა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ტორონტო მეიფლ ლივზის” ფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1990- ჯერარდ ბლიცი. ბელგიელი მოცურავე. კლუბ M.D.-ის დამაარსებელი. გარდაიცვალა 88 წლის ასაკში.

2005- რინუს მიხელსი. ჰოლანდიის ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი. ითვლება “ტოტალური ფეხბურთის” ერთ-ერთ მამამთავრად.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108672
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X