ფეხბურთი

19:10 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სამი-ოთხი პოზიციის გაძლიერებაზე ვფიქრობთ"

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის დროს გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, თუმცა „ქალაქელთა“ მწვრთნელს კონკრეტული გვარები არ უხსენებია.

ესპანელის თქმით, „სიტის“ 3-4 პოზიციაზე გაძლიერება სჭირდება.

„ჩვენ ვმუშაობთ ნახევარდაცვისა და სხვა პოზიციების გაძლიერებისთვის. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობთ საუკეთესო გამოსავლის პოვნაზე. არის სამი-ოთხი პოზიცია, რომლის განახლება გვინდა და ამის შესახბე რამდენიმე იდეა გვაქვს“, - უთხრა გვარდიოლამ BBC-ის.

0.122065