ფეხბურთი

18:40 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "ინგლისში ტაქტიკასთან შეგუება უჭირთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ ინგლისში ტაქტიკურად მუშაობა რთულია. მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის ინტენსიური ვარჯიში უფრო ადვილია, ვიდრე ტაქტიკურ სიახლეებთან შეგუება.

„ეს ჩემი პირველი სეზონია ინგლისში და რაღაც საკითხების გაგება დავიწყე. ახლა ვიცი, რომ აქ მუშაობა რთულია, რადგან განსხვავებული მენტალიტეტია. მაგალითად, უფრო ადვილია ინტენსიური ვარჯიში, ვიდრე ტაქტიკური ანალიზი. იტალიაში პირიქითაა, ტაქტიკას უკეთ იგებენ, ვიდრე ვარჯიშზე ინტენსივობა. აქ სხვანაირადაა: არც უკეთესი და არც უარესი - უბრალოდ სხვაგვარადაა.

მე მყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ხანია ინგლისში თამაშობენ, შესაბამისად ინგლისური მენტალიტეტი გააჩნიათ და სწორედ ამის გაგებაა საჭირო. ვფიქრობ, ამ დროისთვის ამას კარგად ვაკეთებ.

როდის მოვარგებ გუნდს ჩემს ფილოსოფიას? - შეუძლებელია ამაზე პასუხი. ზოგჯერ სამი თვე, ზოგჯერ 6 თვე, ხოლო ზოგჯერ წელიწადნახავარია საჭირო“, - განუცხადა სარიმ Sky Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115926