ფეხბურთი

15:00 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტებულია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლისთვის ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები დააკომპლექტა. ცვლილება სამ ასაკობრივ ნაკრებს შეეხო.

16-წლამდელებს სათავეში ზურაბ ხიზანიშვილი ჩაუდგა, 18-წლამდელებს გიორგი მიქაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება დარჩენილ სამ ნაკრებს, სამწვრთნელო ცვლილებები არ მომხდარა: 17-წლამდელებში გიორგი ჩიტაური იმუშავებს, 20-წლამდელებში ვასილ მაისურაძე, ხოლო 21-წლამდელებში - გიორგი ცეცაძე.

www.gff.ge

0.111643