ფეხბურთი

1:05 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას პირველი მარცხი გერმანიაში

გერმანიის II ბუნდესლიგის 24-ე ტურში გიორგი ლორიას „მაგდებურგი“ „დუისბურგს“ ეწვია და მიმდინარე წელს პირველი მარცხი განიცადა. მიხაელ იონინგის გუნდისთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან უშუალო კონკურენტ კონკურენტს სტუმრობდა.

თუმცა, „მაგდებურგმა“ ქულა ვერ მოიპოვა და 90-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა. ლორიამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა კიპერმა შეხვედრა ორი სეივით დაასრულა.

მას შემდეგ, რაც ლორია „მაგდებურგის“ ღირსებას იცავს, ეს გუნდი პირველად დამარცხდა და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

ოენინგის გუნდს 22 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულითაა დაშორებული.

0.110994