სხვა

20:49 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრე დასრულდა, წინ ბათუმია

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე დასრულდა რეგულარული ეზონის მეორე წრე. ლიდერთა მატჩებში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დაამარცხა თელავის იმედი 32-23, პეგასმა - ქუთაისი 35-28. სპორტუნი - სამტრედია 33-33, გორი - წყალტუბო 41-34.

დღის პირველ მატჩში სამტრედიამ ტაიმი 20-12 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, მაგრამ მეორეში ოთხით ჩამორჩა! დაბოლოება უმძაფრესი იყო - ორი წითელი ბარათი და ბოლო წამებზე გათანაბრებული ანგარიში. სამტრედიელებმა, ხომერიკის ლიდერობით, მოახერხეს მეტოქის კვალში ჩადგომა, დასრულებამდე 6 წამით ადრე სპორტუნი ერთით იგებდა და ბურთიც მისი იყო, მაგრამ გუნდმა შეცვლის წესი დაარღვია და შვიდმეტრიანით დაისაჯა - თევზაძემ გაიტანა და სამტრედიამ ამ ჩემპიონატში მეორედ ითამაშა ფრედ, 33-33.

პეგასმა პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აუღო ქუთაისს - 28-30, 35-28. ორივე გუნდს 22-22 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. გორმა სეზონში მეორედაც დაამარცხა წყალტუბო, 41-34 და 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ბათუმი-თელავის პირველი წრის მატჩში 2016 და 2018 წლების ჩემპიონმა უპრობლემოდ მოუგო 2017 წლის გამარჯვებულს, 32-20 და დღესც იგივე სურათი იყო - ბათუმმა გუნდური თამაშით დაამარცხა თელავი, რომელიც ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდა გოლების გატანას და თითქმის ნახევარი, 11, ერთი კაცის, დავით ყორიაულის ანგარიშზეა.

შედეგად, ბათუმმა 8 ქულით გადაასწრო თელავს და, დიდი ალბათობით, ნახევარფინალის ერთი წყვილი ეს იქნება, თუმცა, იქამდე სათამაშო მთელი ერთი წრეა. რეგულარული სეზონის მესამე წრე მარტში და აპრილში გაიმართება, ხოლო მაისში 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს. ჩემპიონის ვინაობა 15 მაისს, ფინალური მატჩის შემდეგ გაირკვევა.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

თბილისის სპორტის სასახლე. 1 მარტი

სპორტუნი - სამტრედია 33-33

სპ: კუპატაძე - იობაშვილი 10, ცხვარაშვილი 8, ერისთავი 4, ჩიკვილაძე 3, თიგიშვილი 3, ზურაბიანი 3, აბაშიძე 2, ჭელიძე, ჩაკვეტაძე, გურაპაული, დელიბაშვილი

სამ: შველიძე, ფახურიძე - ხომერიკი 8, ადამია 8, ხელისუფალი 5, დიდია 4, თევზაძე 4, აფრიდონიძე 3, ნადირაძე 1, ხონელიძე, ქავზინაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

პეგასი - ქუთაისი 35-28

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - ზარნაძე 10, კალანდაძე 8, კუხალაშვილი 7, გრიშიკაშვილი 5, ბაძაღუა 4, ქათამაძე 1, გვაზავა, ჭანტურია, ჟვანია, კოხრეიძე, პატაშური, მდივანი

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი - გამზარდია 12, რუსტამოვი 5, მერკვილაძე 4, ბულბულაშვილი 4, ფერაძე 3, ხაჟომია, კობახიძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლომიძე, ლ. იმნაძე, სტურუა

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი - ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

გორი - წყალტუბო 41-34

გორ: ჯაფარიძე - დალაქიშვილი 17, ახალბედაშვილი 9, მჭედლიშვილი 6, ტარუაშვილი 4, შემშენოვი 3, ზოზიაშვილი 1, ხუბულური 1

წყ: სილაგაძე, აფხაძე - ხელაძე 10, რ. ბაბუნაშვილი 8, ქაშიბაძე 5, გველესიანი 5, დარსაველიძე 3, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1, ნიჟარაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

იმედი-სტუ თელავი - BSB ბათუმი 23-32

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - ყორიაული 11, მიქავა 3, იობაშვილი 3, გავაშელიშვილი 2, გოგალაძე 1, ბაინაზიშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, კორსანტია 1, ცისკარიშვილი

ბათ: ხანდოლიშვილი, ტორონჯაძე - სიმონია 8, მსხვილიძე 5, კოხრეიძე 4, სურმავა 4, გოგოლაძე 3, აბრამიშვილი 3, ტიელიძე 3, ბერძენიშვილი 2, წივწივაძე, სტოლბოვი, კახიძე

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი - ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ.მარგიანი, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---14--13---0---1---600-389--26

ქუთაისი-------14--11---0---3---576-410--22

პეგასი----------14--11---0---3---574-419--22

იმედი-სტუ----14---9---0---5---481-417--18

გორი-----------14---5---0---9---501-596--10

სპორტუნი-----14---3---1--10—451-615---7

სამტრედია----14---1---2--11---387-519---4

წყალტუბო----14---1---1--12---348-553---3

მესამე წრე, დასავლეთი. 11-13 მარტი

მესამე წრე, აღმოსავლეთი. 14-16 მარტი

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145719