ფეხბურთი

14:45 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრები და დებიუტანტი ვინისიუსი

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი სპარინგ შეხვედრებისთვის ცნობილია. აღსანიშნავია, რომ „სელესაოში“ პირველად გამოიძახეს მადრიდის „რეალის“ 18 წლის შემტევი ვინისიუს ჟუნიორი.

ტიტეს რჩეულთა სია კი, ასეთია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანი ალვეში (პსჟ, საფრანგეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), დანილო (სიტი, ინგლისი), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო, ესპანეთი),ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), მირანდა (ინტერი, იტალია), ედერ მილიტაო (პორტუ, პორტუგალია)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი), ალანი (ნაპოლი, იტალია), ლუკას პაკეტა (მილანი, იტალია), ფელიპერ ანდერსონი (ვესტ ჰემი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ევერტონი (გრემიო), რიჩარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (სიტი, ინგლისი)

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 23 და 26 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას შესაბამისად, პანამისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114565