ფეხბურთი

11:53 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ვერნერს მოელაპარაკა

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და ტრანსფერებისთვის 250 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ბავარიელთა ერთ-ერთი სამიზნე „ლაიპციგის“ შემტევი, ტიმო ვერნერია.

Bild-ის ცნობით, „ბაიერნი“ ფეხბურთელს უკვე მოელაპარაკა. ახლა ტრანსფერი კლუბთან უნდა შეთანხმდეს. სავარაუდოდ, „ლაიპციგი“ თავდამსხმელში 60 მილიონ ევროს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის ვერნერმა, ყველა ტურნირში 25 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასითაც გამოირჩა. „ხარებთან“ მისი კონტრაქტი კი 2020 წლის ივნისამდეა გათვლილი.

Loading...
სტატისტიკა
0.499428