ფეხბურთი

0:47 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს

ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ 2019-2020 წლების სეზონიდან ახალი ტექნიკური სპონსორი ეყოლება. როგორც „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება, 2019 წლის 1 ივლისიდან გუნდს გერმანული კომპანია Puma შემოსავს.

აქამდე „სიტის“ ტექნიკური სპონსორი Nike იყო, თუმცა მომდევნო 10 სეზონის განმავლობაში Puma ჩაანაცვლებს.

გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა ბრიტანული მედიის ცნობით, „სიტი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში 755 მილიონ ევროს მიიღებს.

თეგებისიტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112093