ფეხბურთი

21:35 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ შემტევ კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. 34 წლის პორტუგალიელის გამოკვლევამ ტერფის დაზიანება არ აჩვენა.

შედეგად, რონალდუმ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლისთან“ მისი თამაში გადაწყვეტილი არაა. ტურინელ მედიკოსებს რისკზე წასვლა არ სურთ და მომდევნო დღეებში ვითარებას დააკვირდებიან . თუ რონალდუს ტკივილები არ აღენიშნება თამაშის უფლებას მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს დამდეგ ტურში „ნაპოლის“ სტუმრად შეხვდება.

0.113084