ფეხბურთი

1:15 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "იტალია სტადიონების კუთხით გაბონსაც ჩამორჩება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ იტალია სტადიონების მდგომარეობით გაბონს ჩამორჩება. ჯანიმ იტალიური ფეხბურთის მმართველებს მიანიშნა, რომ სტადიონებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

„იტალიაში სტადიონების მდგომარეობა ნებისმიერ ლოგიკას სცილდება. ამ ქვეყანას ფეხბურთის წარმოუდგენელი კულტურა და ვნება გააჩნია. დღეს, იტალია სტადიონების დონით გაბონის უკანაა, რომელმაც აფრიკის თასის ბოლო გათამაშებას უმასპინძლა.

მხოლოდ სტადიონი არაა სიმბოლო იმ ადგილის, სადაც თამაში იმართება, არამედ მთლიანად ქალაქიც. მხოლოდ „იუვენტუსსა“ და „უდინეზეს“ აქვთ თანამედროვე და საკუთარ მფლობელობაში სტადიონები, ეს წარმოუდგენელია. უნდა გვესმოდეს, რომ სტადიონი არამარტო ღირებულება, არამედ ინვესტიციაცაა“, - განუცხადა ინფანტინომ Rai Sport-ს.

0.113666