სხვა

21:50 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ზღვის ბიჭები" ლიდერია  

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 32-29 მოუგო თბილისის „პეგასს“, „ქუთაისმა“ დაამარცხა თელავის სტუ-იმედი 36-31, რის შემდეგაც ეს გუნდები ცხრილში კიბეზე განლაგდნენ: ბათუმს 22 ქულა აქვს, ქუთაისს - 20, პეგასს - 18 და თელავს 16. თბილისის სპორტის სასახლეში თამაშები ხვალ და ზეგაც გაიმართება.

ქუთაისმა პირველ წრეში წაგებისთვის რევანში აუღო იმედს, 36-31 და 4 ქულით გადაასწრო. პირველი ტაიმის დაბოლოება თელაველების იყო: ქუთაისელებს ერთბაშად დაუგროვდათ ბევრი გაძევება - იმედმა ტაიმი 19-17 მოიგო და მეორის დასწყისში 4 ბურთითაც დაწინაურდა 22-18. გარდამტეხი იყო 50-ე წუთი, როდესაც ბულბულაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა და დიდი ხნის შემდეგ დააწინაურა ქუთაისი, 28-27. ცოტა ხანში, ხაჟომიამ და რუსტამოვმა სხვაობა შვიდამდე აიყვანეს (34-27), ხოლო გამარჯვებულთაგან საუკეთესოები იყვნენ გამთამაშებელი გამზარდია (12 გოლი) და მეკარე ანდრიაძე.

წყალტუბოს პრომეთეს მიერ სპორტის უნივერსიტეტის კარში გატანილი 29 გოლიდან 27 გაიტანა ორმა მოთამაშემ - მარცხენა ინსაიდმა ხელაძემ და ხაზის მოთამაშე გველესიანმა. ამას დაუმატეთ ახალგაზრდული ნაკრების მესამე წევრის, მეკარე სილაგაძის თამაში და წყალტუბომ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 29-26.

ბათუმმა თასის ფინალში წაგების შემდეგ ჩემპიონატში მეორედ დაამარცხა პეგასი - 32-29. კალანდაძემ 16 გოლი გაიტანა, მაგრამ „შავი ზღვისს ბიჭებმა“ მეტოქეს გუნდურობით აჯობა. მეორე ტაიმში ბათუმელებს რეგულარულად ჰქონდათ 4-6-ბურთიანი უპრატესობა და საქმე მოგებამდე მიიყვანეს.

დღის ბოლო მატჩში გორმა 38-33 მოუგო სამტრედიას და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

თბილისის სპორტის სასახლე. 27 თებერვალი

იმედი-სტუ თელავი - ქუთაისი 31-36

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - მიქავა 9, ცისკარიშვილი 6, ყორიაული 5, გოგალაძე 5, დოლმაზაშვილი 3, ბაინაზიშვილი 1, აბდულაევი 1, იობაშვილი 1, გავაშელიშვილი, კორსანტია, ბერაძე

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი - გამზარდია 12, რუსტამოვი 8, ხაჟომია 6, ბულბულაშვილი 5, სტურუა 4, მერკვილაძე 1, ფერაძე, კობახიძე, ლ. იმნაძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლომიძე

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი - ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

წყალტუბო - სპორტუნი 29-26

წყ: სილაგაძე, აფხაძე - ხელაძე 17, გველესიანი 10, დარსაველიძე 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, რ. ბაბუნაშვილი, ნიჟარაძე, მუკბანიანი, ქაშიბაძე

სპ: კუპატაძე - ჭელიძე 9, თიგიშვილი 5, იობაშვილი 5, ჩიკვილაძე 2, აბაშიძე 2, ცხვარაშვილი 2, ერისთავი 1, გურასპაუკი, ზურაბიანი, ჩაკვეტაძე, დელიბაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

BSB ბათუმი - პეგასი 32-29

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი - აბრამიშვილი 8, სიმონია 8, გოგოლაძე 6, კოხრეიძე 4, მსხვილიძე 2, წივწივაძე 2, სურმავა 1, ბერძენიშვილი 1, ტიელიძე, სტოლბოვი, კახიძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - კალანდაძე 16, ბაძაღუა 5, ზარნაძე 3, ქათამაძე 2, გრიშიკაშვილი 2, კუხალაშვილი 1, შუბითიძე, გვაზავა, ჭანტურია, კკოხრეიძე, ჟვანია, პატაშური, მდივანი

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი - ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

სამტრედია - გორი 33-38

სამ: შველიძე, ფახურიძე - თევზაძე 6, აფრიდონიძე 6, ხელისუფალი 6, ხომერიკი 5, ადამია 5, დიდია 3, ნადირაძე 2, ხონელიძე, ქავზინაძე

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე - ახალბედაშვილი 11, დალაქიშვილი 10, მჭედლიშვილი 8, ტარუაშვილი 4, ნიაზაშვილი 4, შემშენოვი 1, ხუბულური, ზოზიაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---12--11---0---1---514-334--22

ქუთაისი-------12--10---0---2---490-341--20

პეგასი----------12---9---0---3---503-367--18

იმედი-სტუ----12---8---0---4---427-365--16

გორი-----------12---4---0---8---426-504---8

სპორტუნი-----12---3---0---9—386-528---6

სამტრედია----12---1---1--10---334-455---3

წყალტუბო----12---1---1--10---290-476---3

28 თებერვალი

12:00 BSB ბათუმი - სპორტუნი

14:00 გორი - ქუთაისი

16:00 იმედი-სტუ თელავი - სამტრედია

18:00 წყალტუბო - პეგასი

1 მარტი

12:00 სპორტუნი - სამტრედია

14:00 პეგასი - ქუთაისი

16:00 გორი - წყალტუბო

18:00 იმედი-სტუ თელავი - BSB ბათუმი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112339