ფეხბურთი

16:36 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი როისს "ბარსელონაში" იწვევს

კატალონიის „ბარსელონას“ მეკარე მარ-ანდრე ტერ შტეგენი თანამემამულე მარკო როისს „ბლაუგრანაში“ გადასვლისკენ მოუწოდებს. გერმანელი მეკარის განცხადებით, „ბარსელონა“ როისისთვის იდეალური გუნდი იქნებოდა.

„მისი სტილი გიჟურია, როისი „ბარსელონასთვის“ იდეალური ფეხბურთელი იქნებოდა. ვფიქრობ, ის უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს გაცილებით დიდ გუნდში თუ გადავა, მაგრამ „დორტმუნდში“ ძალიან ბედნიერია, რადგან იქ მისი ოჯახია და ეს მისთვის მნიშვნელოვანია.

მარკოს დიდ გუნდში თამაში შეუძლია, მაგრმავ ყოველთვის ამბობს, რომ დარჩება იქ, სადაც არის მისი ოჯახი, სადაც ბედნიერია“, - განუცხადა ტერ შტეგენმა DAZN-ს.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისი „დორტმუნდში“ 2012 წლიდან თამაშობს, იქამდე კი „გლადბახის“ ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ როისი და ტერ შტეგენი გარდა იმისა, რომ გერმანიის ნაკრებში თანაგუნდელები არიან, "გლადბახშიც" ერთად თამაშობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116926