ფეხბურთი

14:23 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუქმან გილმორე - ზუგდიდელთა ახალწვეული

ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზუგდიდელთა რიგებს კიდევ ერთი ნიგერიელი ლეგიონერი ლუქმან გილმორე შეურთდა, რომელმაც გასული ჩემპიონატის მე-2 ეტაპი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გაატარა, მანამდე კი, ხონის "იმერეთში" ირიცხებოდა.

გილმორე 22 წლისაა (10 მაისი, 1996 წ) და იგი, ამპლუით მცველია. ნიგერიელმა ფეხბურთელმა ეროვნული ლიგა 2-ს ბინადარ ზუგდიდურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლუქმანს ნიგერიის ასაკობრივ ნაკრებებშიც (U-17, U-23) უთამაშია.

0.14409