ფეხბურთი

9:51 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიგურდსონი პრემიერლიგაში ყველაზე შედეგიანი ისლანდიელი გახდა

„ევერტონის“ ისლანდიელმა ნახევარმცველმა, გილფი სიგურდსონმა, „კარდიფთან“ პრემიერლიგის 28-ე ტურის წუხანდელ შეხვედრაში (3:0), 41-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ეს მისი 56-ე გოლი აღმოჩნდა პრემიერლიგაში და ამ მაჩვენებლით, ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი ისლანდიელი გახდა. მანამდე ლიდერი ეიდურ გუდიონსენი გახლდათ - 55 გოლი.

29 წლის სიგურდსონი „ევერტონში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „სუონსიდან.“ სატრანსფერო თანხამ 49,4 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე სეზონში, სიგურდსონმა პრემიერიგის 28 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა. მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი მას 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118917