ფეხბურთი

9:05 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლაციო“ და „მილანი“ რომში დაზავდნენ

იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, „ლაციომ“ რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ „მილანს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. თამაში უფრო ტაქტიკურ დაპირისპირებას წააგავდა. „ლაციო“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, „მილანი“ კი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას.

საგოლე მომენტები ბევრი არ ყოფილა. პირველ ტაიმში გატანა შეეძლო მასპინძელ იმობილეს, მაგრამ მიზანში ვერ მოარტყა ბურთი. ბოლოსკენ კი სტუმარმა პიატეკმა ვერ შეირგო ბორინის პასი და თავით უხეიროდ დაარტყა.

„კარგად ვითამაშეთ. ეგ არის, გოლი ვერ გავიტანეთ. მაგრამ „მილანი“ ახლა ჩინებულ ფორმაში შედის და ანგარიშგასაწევი ძალაა. თუ შინ ფრედ თამაშობ, 0:0 ყველაზე კარგი შედეგია.“ - უთხრა შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ Rai Sport-ს.

„ლაციო“ დღეს ჩვენზე უკეთესი იყო, თუმცა სახიფათო მომენტები თითქმის არ შეუქმნია, რაც ჩვენი დაცვის სიმწყობრეზე მიუთითებს. შეცდომებიც არ გვაკლდა, რაც სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. ვნახოთ, რა იქნება საპასუხო შეხვედრაში.“ - ეს მილანელთა დამრიგებლის, რინო გატუზოს სიტყვებია, კლუბის პრესსამსახურისთვის ნათქვამი.

საპასუხო მატჩი, მილანის „სან სიროზე,“ 24 აპრილს გაიმართება.

0.098879