ჩოგბურთი

23:35 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას დამაჯერებელი სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებული სტარტი აიღო ინდიან ველსის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 162 480 დოლარია.

კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებნენ და მერვედფინალში შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცსა და ამერიკელ ჯეიმი ლოებს იოლად სძლიეს - 6:2, 6:0.

თუ ვინ იქნებიან ოქსანასა და ნაოს მეტოქეები, ხვალ გაირკვევა, როდესაც ამერიკელი ტეილორ თაუნსენდი და ბელგიელი იანინა ვიკმაიერი შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისა და ამერიკელ ქუინ გლესონს გაეჯიბრებიან.

0.115904