ფეხბურთი

21:57 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი: "ჩვენი მიზანი სამივე ტურნირზე ბოლომდე ბრძოლაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ „ბარსელონასთან“ სამეფო თასის ნახევარფინალურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის მიზანი ფინალში გასვლაა, რადგან სამივე ტურნირზე ბოლომდე ბრძოლა სურთ.

„მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ, გვინდა, რომ სიამოვნება მივიღოთ. პირველ შეხვედრაში დადებით შედეგს მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ ბარიერს დავძლევთ. გვინდა, რომ სამივე ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა სოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 27 თებერვალს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.