ფეხბურთი

19:15 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდის "ინტერის" დატოვება უნდა, იტალიის - არა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი ზაფხულში გუნდის შეცვლას გეგმავს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელს „ნერაძურის“ დატოვება უნდა, მაგრამ იტალიიდან წასვლას არ აპირებს.

მაუროს „იუვენტუსსა“ და „ნაპოლიში“ გადასვლის ვარიანტები აქვს. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული დეტალები უცნობი რჩება.

ცნობილია, რომ იკარდის „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან და ქომაგებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და კაპიტნის სამკლავურიც ჩამოერთვა. სამხრეთ ამერიკელს „ნერაძურისთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.

მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113258