კალათბურთი

22:22 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსი: „გამარჯვებისთვის ბოლი გვჭირდება“

„ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის ლონზო ბოლის დაბრუნებაა საჭირო. ბოლს ტრავმის გამო ერთ თვეზე მეტია არ უთამაშია.

„თავიდანვე ვიცოდი, რომ „ლეიკერსში“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნებოდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ახალგაზრდული გუნდია, გამოცდილება ნაკლებია. გუნდში ბევრი ტრავმაა. ჯერ ჩემი, შემდეგ ლონზო ბოლის. ლონზო დაცვაში განსაკუთრებულად გვაკლია, გამარჯვებების მოსაპოვებლად ბოლი გვჭირდება“- განაცხადა ლებრონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111732