ფეხბურთი

10:53 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ კეპა დასაჯა: ბასკს ერთი კვირის ხელფასს დაუქვითავენ

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ, გადაწყვიტა ერთი კვირის ხელფასი დაუქვითოს მეკარე კეპა არისაბალაგას. ეს თანხა საქველმოქმედო ფონდ Chelsea Foundation-ში ჩაირიცხება - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ კვირას, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, „არისტოკრატთა“ მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ბოლო წუთებზე, რაკიღა თერთმეტმეტრიანების დარტყმის დრო ახლოვდებოდა, მეკარის შეცვლა გადაწყვიტა. კეპას ნაცვლად ვილი კაბალიეროს უხმო, მაგრამ ბასკმა კარის დარაჯმა მინდვრის დატოვება იუარა. გაბრაზებულმა სარიმ წყლის ბოთლი მიწაზე დაახეთქა და გასახდელისკენ გაიქცა, თუმცა მალევე დაბრუნდა.

„სიტიმ“ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ქვეყნის ლიგის თასს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107072