ფეხბურთი

22:10 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა რონალდუს გარეშე: "ახლა ჩემს ფეხბურთს ვთამაშობ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თავის ჩვეულ ფეხბურთს თამაშობს. როგორც ფრანგმა აღნიშნა, აქამდე პორტუგალიელს ეხმარებოდა.

„აქამდე კრიშტიანუსთვის ვთამაშობდი. ყოველთვის ვცდილობდი დახმარებას, რომ რაც შეიძლება ბევრი გოლი გაეტანა. ახლა კი, ჩემი ნამდვილი ფეხბურთის თამაში შემიძლია“, - თქვა ბენზემამ.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა (11 ლა ლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 სამეფო თასზე და 1 ევროპის სუპერთასზე).

მაგალითითვის, 2017-2018 და 2016-2017 წლების სეზონში ბენზემას შედეგიანობა შესაბამისად ასეთი იყო: 47 მატჩი, 12 გოლი და 48 მატჩი, 19 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124267