ფეხბურთი

23:43 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც პენალტს მეკარე უკეთ ასრულებს, ვიდრე მინდვრის მოთამაშეები (+VIDEO)

რუმინეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბუქარესტის „სტიუასა“ და „კრაიოვას“ შორის გაიმართა და მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. ამ შეხვედრაში სტუმრებმა 39-ე წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრეს (1:1), რომელიც მეკარემ, მირკო პილიაჩელიმ გაიტანა.

თერთმეტმეტრიანებს მეკარეები ასრულებენ და ერთი შეხედვით ამ ამბავში უცნაური არაფერი უნდა იყოს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იტალიელმა რუმინულ გუნდში პირველად დაარტყა პენალტი და თანაც ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში.

რა გახდა ამის მიზეზი? – „კრაიოვას“ ბოლო 5 პენალტიდან გატანილი არცერთი ჰქონდა და მთავარმა მწვრთნელმა დევის მანჯამ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულება სწორედ ამიტომ მეკარეს დაავალა, რომელმაც დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი მშვენივრად გაართვა.

თუმცა, მისი გუნდი მაინც დამარცხდა და „სტიაუას“ სატურნირო ცხრილში სამი ქულით ჩამორჩა.

რუმინეთის ჩემპიონატს ამ დროისთვის „კლუჟი“ ლიდერობს 51 ქულით. შემდეგ მოდიან „სტიაუა“ (48 ქულა) და „კრაიოვა“ (45 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116091