ფეხბურთი

16:04 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიაკოსს" წიტაიშვილის შეძენა უნდა

კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა პირეოსის „ოლმპიაკოსში“ გადავიდეს. Sport Time-ს ცნობით, ბერძნებმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ ნახეს მისი თამაში და შთაბეჭდილების ქვეშ დარჩნენ.

როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. 18 წლის ფეხბურთელი ქართველია, თუმცა ამჟამად მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა.

„დინამოს“ მთავარ გუნდში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო კონტრაქტი კიეველებთან 2023 წლამდე გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126865