ფეხბურთი

3:45 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უსახური "იუვე", დიდებული მილიკი და მთავარი გმირი - ვიდეორეფერი

იტალიის სერია A-ს XXV ტურის შემდეგ ლიდერთა შორის 13-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. „იუვენტუსმა“ მადრიდში მძიმე და კატასტროფული თამაშის შემდეგ „ბოლონიას“ დაამარცხა.

თუმცა, ტურინელთა თამაშის ხარისხი ახლაც საშინელი იყო და ძალიან გაუმართლა, რომ „რეანტო დალ’არაზე“ მოიგო. „იუვეს“ ერთადერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი გამოიყენა. დიბალამ შეაგდო, თუმცა არგენტინელი ნამდვილად ვერ აიღებდა მეტოქის კარს, რომ არა ბოლონიელი მცველის საჩუქარი. საპასუხოდ, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა და ძალიან არ გაუმართლა. ნამატჩევს სერბმა „იუვეზე“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ასეთი თამაშით „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი შეუძლებელი იქნება. სინიშა მართალია, თუმცა მასიმილიანო ალეგრი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ მისმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. ალბათ, სხვა თამაში იგულისხმა... ასეა თუ ისე, „იუვე“ „ნაპოლისთან“ სერიოზულ (13 ქულა) ჰანდიკაპს ფლობს და მომდევნო ტურში სწორედ „სან პაოლოზე“ ჩავა სათამაშოდ.

„ნაპოლი“ სანამ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, იქამდე „პარმასთან“ ივარჯიშა და 4:0 მოიგო. ბრწყინვალე სეზონს ატარებს არკადაიუშ მილიკი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. პოლონელმა ერთი გოლი ჯარიმით გაიტანა, შესანიშნა სტილში, კედელს ქვემოდან გაატარა ბურთი. სხვათა შორის, პოლონელმა მიმდინარე სეზონში რიგით მესამე ჯარიმა გაიტანა და ტოპ ჩემპიონატებში ლეო მესისთან ერთად საუკეთესო შედეგი აქვს.

დრამატული და სკანდალური მატჩი შედგა ფლორენციაში „ფიორენტინასა“ და „ინტერს“ შორის. აქ გარდა იმისა, რომ 6 გოლი გავიდა და მათ შორის ბოლო 101-ე წუთზე, მთავარი მოქმედი პირები მსაჯი და ვიდეორეფერი იყვნენ.

ანგარიში „იებმა“ პირველივე წუთზე გახსნენს. ფედერიკო კიეზა ფლანგზე გაიჭრა და იმდენი გააკეთა, რომ სტეფან დე ვრეიმ ავტოგოლი მიითვალა. თუმცა, „ნერაძური“ მხოლოდ 5 წუთი იყო მდევრის როლში და მერე მატიას ვესინომ გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს კი, მატეო პოლიტანომ ჩიებული დარტყმა მიითვალა.

აი, მეორე ნახევარში მთავარი გმირი VAR-ი იყო. 52-ე წუთზე სწორედ მისი ჩარევის და გამოყენების შემდეგ როსარიო აბისომ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც პერიშიჩმა გაიტანა - 1:3. სტეფანო პიოლის გუნდმა მალევე შეამცირა სხვაობა. ბირაგიმ სამირ ჰანდანოვიჩის კარი ლამის გახვრიტა. თუმცა, ეპიზოდი ისევ VAR-თან გადამოწმდა და გოლი გაუქმდა. მერე იყო ლუის მურიელის ფანტასტიკური ჯარიმა.

აბისომ შეხვედრა 7 წუთი დაამატა და ბოლო დამატებული წუთი მიმდინარეობდა პენალტი რომ დანიშნა მილანელთა კარში. მითქმა-მოთქმის შემდეგ ვიდეორეფერთან ტავადვე გადაამოწმა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ისე, დანილო დ’ამბროზიოს მოხვდა თუ არა ბურთი ხელზე, ძალიან რთული სათქმელია. ანგარიში კი, ჯორდან ვერეტუმ გაათანაბრა 101-ე წუთზე - 3:3.

„ინტერის“ მესამე ადგილს კი ამასობაში საფრთხე ემუქრება, „მილანს“ ორი, ხოლო „რომას“ ოდენ სამი ქულით უსწრებს და დროზე თუ არ გამოფხიზლდება, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის სერიოზულისაფრთხეც დაემუქრება.

„სამპდორია“ – „კალიარი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კვალიარელა (66, პენ)

„კიევო“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დიბალა (67)

„სასუოლო“ – „სპალი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 პელუზო (43), 1:1 პეტანია (68, პენ)

„პარმა“ – „სასუოლო“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ზიელინსკი (19), 0:2 მილიკი (36), 0:3 მილიკი (73), 0:4 უნასი (82)

„ფიორენტინა“ – „ინტერი“ 3:3 (1:2)

გოლები: 1:0 დე ვრეი (1, ა.გ), 1:1 ვესინო (6), 1:2 პოლიტანო (40), 1:3 პერიშიჩი (52, პენ), 2:3 მურიელი (74), 3:3 ვერეტუ (90+10, პენ)

თეგებისერია A
0.417006