სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:37 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს, ერთი უცნაური რამ მოხდა: „ტოტენჰემმა“ მოულოდნელად „ბარნლისთან“ წააგო და როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა. არადა, თავიდან „დეზების“ ბანაკში სასიამოვნო სიახლე იყო - მთავარმეგოლე ჰარი კეინი დაუბრუნდათ, რომელმაც იანვრის შუაში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ აღარ ეთამაშა. მის გარეშე „ტოტენჰემმა“ შვიდი შეხვედრა ჩაატარა, „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის ჩათვლით, რომელიც ლონდონელებმა 3:0 მოიგეს.

კეინი გამოჩნდა და გოლიც გაიტანა (ანგარიში გაათანაბრა), მაგრამ ბოლოსკენ მასპინძლებმა მაინც იძალეს - დამთავრებამდე ექვსი წუთით ადრე, ეშლი ბარნსმა გამოიჩინა თავი.

საფინალო სასტვენის შემდეგ, სტუმართა დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო, არბიტრს, მაიკ დინს გაუჯავრდა. გაწევ-გამოწევა ცოტა ხანს გაგრძელდა და არგენტინელი სპეციალისტი ფეხბურთის ასოციაციისგან, ალბათ სასჯელს ვერ ასცდება. თუმცა, მერე დაწყნარდა და პრესკონფერენციაზე ბოდიშივითაც მოიხადა: „დღევადელი მარცხი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. აუცილებლად მოგება გვჭირდებოდა. ემოციებმა ზღვარს გადააჭარბა. შეცდომა დავუშვი, გასახდელში უნდა ჩავსულიყავი და წყალი დამელია. რას ვიზამთ, ხანდახან სისულელეებიც ხდება. თუ საჭირო გახდა, დინს ბოდიშს მოვუხდი.“ - ციტირებს პოჩეტიონოს სიტყვებს BBC.

ამრიგად, შონ დაიჩის სამწყსომ, ტოტენჰემელთა მიჯრით ოთხმოგებიანი სერია შეწყვიტა.

„ნიუკასლმა“ „ჰადერსფილდს“ 2:0 მოუგო. დღის გვიან შეხვედრაში, „კრისტალ პალასმა“ სტუმრად „ლესტერი“ გაანადგურა (1:4), ხოლო „ბორნმუთი“ – „ვულვზის“ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ უკვე წამატებულ წუთებზე, საფინალო სასტვენამდე, „ვიტალიტის“ სტადიონის მუშაკებმა მინდვრის სარწყავი სისტემა ჩაერთეს და ორივე გუნდის მოთამაშეები გვარიანად გალუმპეს.

ტურის მთავარი მატჩი კი კვირას გაიმართება - „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. თბილისის დროით, შეხვედრა 18:05 საათზე დაიწყება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 27-ე ტური. 23 თებერვალი

ბარნლი - ტოტენჰემი 2:1

ბარნლი. „ტერფ მური.“ 21 338

1:0 ვუდი (57), 1:1 კეინი (65), 2:1 ბარნსი (84)

ბარნლი: ჰიტონი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, ბარდსლი, კორკი, ჰენდრიკი (ბრეიდი 80), ვესტვუდი, მაკნილი (გუდმუნდსონი 80), ბარნსი, ვუდი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ფოიტი (ლამელა 76), როუზი, უინკსი (ლიორენტე 62), სისოკო, ორიე, სონი (მოურა 88), კეინი, ერიკსენი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ბარდსლი (72); ლიორენტე (65), ფოიტი (69), ლამელა (87)

ბორნმუთი - ვულვზი 1:1

1:0 კინგი (14, პენ), 1:1 ხიმენესი (83, პენ)

85-ე წუთზე კინგმა ვერ გაიტანა პენალტი

ნიუკასლი - ჰადერსფილდი 2:0

1:0 რონდონი (46), 2:0 პერესი (52)

გაძევება: სმიტი (ჰადერსფილდი, 20)

ლესტერი -კრისტალ პალასი 1:4

0:1 ბაჩუაი (40), 1:1 ევანსი (64), 1:2 ზაჰა (70), 1:3 მილივოევიჩი (81, პენ), 1:4 ზაჰა (90+3)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.09943
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X